დავით ბაგრატიონი და ანა ბაგრატიონი განქორწინდნენ - ამის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე საათის წინ, დავით ბაგრატიონის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდა:
„დიდი დანანებით, ანა ბაგრატიონთან ჩემს ქორწინებას დასრულებულად ვაცხადებ. მადლობას ვუხდი მას საერთო შვილისთვის, მისი სამეფო უმაღლესობისთვის გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისთვის, რომელიც ნათლობის დღეს 2013 წლის 3 ნოემბერს ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და რომელიც მისი მამის, ბაბუისა და წინაპრების მსგავსად, მუხრანის პრინცის ტიტულს დაეუფლება.“- ნათქვამია დავით ბაგრატიონის განცხადებაში.
მიმაგრებული სურათი