ბეჟანბეჟანი - თქვენი ეგ პასუხი გამოსავალი არ არის
ჩვენ ძალიან უ სუსურობი გავხდით, მაგალითი გინდათ?
ა ბატონო, დღისით-მზისით მეზობელი ქვეყანა საზღვარს წევენ სრულიად უშიშრად და იკავებს არა მარტო ქარტო საქართველოს მიწა-წყალს არამედ მასზე მდგარ ისტორიულ საკუთრებას..
გეკითხებით სად არის სასაზღვრო დეპარტამენტი თუ რაც ქვია ვინც ვალდებულია დაიცვას საზღვარი, სად არის ძეგლთა დაცვის და კულტურის სამინისტრო, სად არის სახელმწიფო?
ამ ინფორმაციის გადამოწმება სრულიად იოლია, ჩავიდეთ მარნეულში და ვნახოთ სად არის ჩვენი ეკლესია
,,როგორ გადმოიწია საზღვარმა 400 მეტრით ჰუჯაბის ქართული ეკლესიის სომხეთის შემადგენლობაში მოსახვედრად,,
http://iberiana2.wordpress.com/armenia/hujabi/ * * *
ეს კი ძველი სტატიაა თუმცა იგივე თემა:
24 საათი
2002-07-17
საქართველო კვლავ რჩება ეზოდ, რომელსაც ღობე არა აქვს
"ჩემი აზრით, ჩვენ, ქართველებს, არა გვაქვს ეზო, რადგანაც, უბრალოდ, არ გაგვაჩნია ღობე. ის, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ამდენი ხანი არა აქვს საზღვარი, სერიოზული პრობლემაა. სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოები ძალიან გაჭიანურდა. ეს მე, რიგით ქართველს, სერიოზულად მაშფოთებს," - ამბობს საქართველოს სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამთავრობო კომისიის ექსპერტი, გეოგრაფიულ მეცნირებათა დოქტორი ჯანო კეკელია. დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პრობლემა მხოლოდ ერთ მეზობელთან, თურქეთთან აქვს მოგვარებული. რუსეთის ფედერაციასთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან კი მოლაპარაკებები ბოლო რვა წელია, მიმდინარეობს.
სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეს, ზაზა კანდელაკს მიაჩნია, რომ "სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით არ არსებობს. მოლაპარაკებების გაჭიანურება მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორით არის განპირობებული. ჩვენი მუშაობის პრინციპი ერთია, ყველა სადავო ტერიტორია, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ ჩვენია, უნდა დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში."
რუსეთის ფედერაცია
სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით, ყველაზე მეტი პრობლემა, ტრადიციულად, რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს. პირიქითა ხევსურეთში, რუსეთსა და საქართველოს შორის სადავოა მუცოს ქედთან ტრადიციული საძოვრების ტერიტორია, რომელიც ფიჭვებისა და აცეხის სახელით არის ცნობილი. 1999 წლის შეთანხმებით, ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში დარჩა. თუმცა, მოგვიანებით ქართულ მხარეს ხელში ჩაუვარდა 20-იანი წლების დოკუმენტური მასალა, სადაც ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაშია დაფიქსირებული. "რუსეთის სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისია ძლივს დავითანხმე, რომ ამ მასალებს გაცნობოდნენ. თავიდან ამის გაგონებაც არ უნდოდათ და ადრე მიღწეული შეთანხმებების დარღვევაში გვადანაშაულებდნენ. ახლა განსხვავებული სიტუაციაა," - ამბობს ზაზა კანდელაკი. გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის განყოფილების გამგე ჯანო კეკელია მიიჩნევს, რომ ორი წლის წინ ქართულმა მხარემ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა მოლაპარაკებებზე დოკუმენტური მასალებით მომზადებული არ დაჯდა. "ფიჭვებსა და აცეხში რუსებმა საზღვრის მოწყობა დაიწყეს, ფული დახარჯეს და ასე იოლად არაფერს დათმობენ. სადავო ტერიტორია ცხრა კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. საზღვარი ერთი კილომეტრით არის გადმოწეული. რუსეთის მხარეს დარჩა ანატორიის კოშკი, ხევსურების უძველესი სალოცავი. ასევე, სათიბი და საძოვრები. რუსმა მესაზღვრეებმა მდინარეების - ანდაკისა და არღუნის შესართავთან გადმოინაცვლეს," - აცხადებს კეკელია.
თითქმის ანალოგიური სიტუაციაა დარიალის ხეობაში - ზემო ლარსიდან საზღვარი ერთი კილომეტრით არის გადმოწეული, დაახლოებით, ათი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია რუსეთის ფეედრაციას რჩება. აქ, ტრადიციულად, საზღვარი ე.წ. "ეშმაკის ხიდზე" გადიოდა, მდინარე თერგის სანაპიროსთან, მაგრამ ახლა რუსი მესაზღვრეები უკვე გვირაბთან დგანან.
ექსპერტი ჯანო კეკელია სერიოზულ პრობლემებს ელოდება მთა-თუშეთის საზღვრის მონაკვეთზეც. "დიკლოს მთის მონაკვეთზე მოლაპარაკებებისას სერიოზული შეცდომა დავუშვით, ორმხრივ ოქმში გაფორმდა, რომ საქართველო თანახმაა, საზღვარი სამი კილომეტრით გადმოიწიოს. ამ ტერიტორიაზე დაღესტნელებს ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან ეჭირათ თვალი და მისი გადაცემის საკითხი არაერთხელ დაუყენებიათ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ყოველთვის უარყოფითი იყო. საზღვრის ეს მონაკვეთი ისეა მოწყობილი, რომ სამი კილომეტრით გადმოწევის შემდეგ, ის ქვემოდანაც აუცილებლად უნდა გასწორდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ, დაახლოებით, 42 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია სხვა ქვეყნის იურისდიქციაში გადავა," - აცხადებს კეკელია.
მოლაპარაკებების საგანი ასევე შეიძლება გახდეს სახელმწიფო საზღვრის პატარა მონაკვეთი აფხაზეთში. ზაზა კანდელაკის თქმით, "რუსული მხარე აქაც ტერიტორიის პატარა ნაწილზე აცხადებს პრეტენზიას".
სომხეთი
სომხეთთან საზღვრის დიდი ნაწილის განსაზღვრა, ექსპერტთა თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს. თურქეთის საზღვრიდან აღმოსავლეთით, ჯავახეთის ქედამდე პრეტენზიას არც ერთი მხარე არ აცხადებს. "ჯავახეთის ქედიდან სადახლომდე საზღვრის მონაკვეთის შესახებ შეთანხმების მიღწევა შედარებით რთულად მესახება," - ამბობს კეკელია. ქართული მხარე სადავოდ მიიჩნევს სოფელ ახქერფთან ახლოს, მგლის ბილიკის უღელტეხილის მიმდებარე 600 ჰექტარ მიწას, სადაც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ჰუჯაბი მდებარეობს. "ეს ტერიტორია იყო ქართველი თავადების, მელიქიშვილების მამული, მას ჰყავს მემკვიდრეც, ყოფილი პარლამენტარი, პროფესორი გივი გიგინეიშვილი. აგერ მიდევს მის მიერ გადმოცემული კადასტრული რუკა, სადაც ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაშია დაფიქსირებული," - აცხადებს კეკელია. ეს მიწები 1935 წელს, გაურკვევლი მოტივით, გადაუციათ სომხეთისთვის. კეკელია არ გამორიცხავს, რომ ამ ტერიტორიაში საქართველომ სომხეთს სხვა ტერიტორია გაუცვალოს. შეთანხმებას საჭიროებს, აგრეთვე, საზღვრის მონაკვეთი გეგუთის გამშვებ პუნქტთან.
აზერბაიჯანი
40– იან წლებში საქართველომ აზერბაიჯანს დროებით, მუდმივ სარგებლობაში უსასყიდლოდ გადასცა 310 ჰექტარი მიწა, წითელი ხიდთან. აზერბაიჯანს ამ ტერიტორიაზე ბამბის მრეწველობა უნდა განევითარებინა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ ამ მიწაზე პრეტენზია განაცხადა. "აზერბაიჯანელები ამ პრეტენზიას არ იღებენ, მიუხედევად იმისა, რომ ამ გარიგების შესახებ არქივში დევს დოკუმენტი. უფრო მეტიც, იქ არიან ძალები, რომლებიც წითელი ხიდის გადაცემასაც კი ითხოვენ," - ამბობს კეკელია. ზაზა კანდელაკს კი მიაჩნია, რომ "მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან კონსტრუქციული ხასიათის იქნება".
***
"დაუზუსტებელი, გაუფორმებელი საზღვარი არის გაუთვალისწინებელი და სახელმწიფოსთვის არასასურველი მოვლენების წარმოქმნის წინაპირობა. ამიტომ ვცდილობთ, რომ პროცესი ყველა მიმართულებით დაჩქარდეს," - მიაჩნია საგანგებო დავალებათა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზაზა კანდელაკს.
ავტორი: ზაზა წულაძე
This post has been edited by monte cristo2009 on 17 Dec 2013, 13:02