სიცივე... მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი იყო იმ ასეულობით ადამიანის ყურება, ვინც ამ საშინელ ამინდში ელოდა იმ საშინელებას, რაც მოსალოდნელი იყო დამნაშავე რეჟიმისგან... თვალებზე ყველას ეტყობოდა, რომ მზად იყო თავგანწირვისთვის... ყველა იქ მყოფი, გარდა შემოგზავნილი აგენტებისა და გადაცმული ზონდერებისა, გმირია!..
კბილამდე შეიარაღებული ზონდერების ურიცხვი რაოდენობა გარს შემოერტყა თავისუფლებისთვის მებრძოლებს, ამ დროს ვთქვი, დროა, ღმერთს მივანდოთ ჩვენი სიცოცხლე-მეთქი და ავედი სცენაზე, ლოცვა დავიწყე, მაგრამ იმდენად განვიცდიდი მოახლოებულ საშინელებას, რომ ენა ამებნა და ცრემლები წამომივიდა, რადგან გმირი ადამიანები იდგნენ ჩემს წინ. აქ იყო ყველა, პატარა, დიდი, მოხუცი, ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი, ყველამ ამ ლოცვით ღმერთს მიანდო თავისი სიცოცხლე... მეტირება, იმ წამებს რომ ვიხსენებ...
დაიძრა მთელი ძალა მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ... ყველამ ვიცით, სისხლი დაიღვარა... ადამიანები სასტიკად დაასახიჩრეს, შეურაცხყვეს, დაამცირეს და სული ამოგლიჯეს.... აი, ასეთი ბრძანება გასცა იანუკოვიჩმა და მისმა ნაძირალათა ხროვამ!
იცემა, დაიხვრიტა მშვიდობიანი მომიტინგეები... როცა შემიპყრეს, ათობის ნიღბიანი დამესია და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო მეტ ტკივილს მომაყენებდა. შეურაცხმყვეს, ხორცი დამაგლიჯეს და სამი ხელბორკილი დამადეს. ამის შემდეგ თავისუფლების მოედნამდე მათრიეს და გზადაგზა, ვისაც არ ეზარებოდა, ხელებშეკრულს მირტყამდა, მაფურთხებდა, დედას მაგინებდა. აი, ასე გადამიყვანეს ქალაქის სამმართველოში... გზად მიმავალი, ავტობუსში, სადაც სისხლის სუნი იდგა, ვფიქრობდი, რომ ეს წუთები არის სიზმარი და ვოცნებობდი, გამღვიძებოდა... არ მიცხოვრია ისე, რომ, როგორც ნაძირალას, ისე მომქცეოდნენ. მირტყამდნენ, მაგინებდნენ და ჩემს თანამებრძოლებს ჩემს თვალწინ შეურაცხყოფდნენ...
ქალაქის სამმართველოში აგვათრიეს ყველანი. ასობით ადამიანი სისხლით შეღებილი იდგა და იტანდა, როგორ სცემდნენ „სამართალდამცავნი" და ფორმიანი ზონდერები... დაიწყო წამება. ვნახე საშინელება. უკრაინელი უკრაინელს გამეტებულად სცემდა და უკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყოფდა. კაცის კივილი არასოდეს გამიგია და იქ გავიგე... პირველი სართულიდან მეათემდე გაკეთებული ჰქონდათ ე. წ. სირცხვილის დერეფანი, სადაც მშიშარა ნიღბიანები, „პოლიციელები" და დამსჯელი რაზმი იყვნენ განლაგებული და ამ კიბეებზე აყვანისას სცემდნენ ადამიანებს.
* * *
ლინკი დამავიწყდა.
http://www.for.ge/view_news.php?news_id=27777&news_cat=0