#39251824 · 29 Dec 2013, 16:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგსალმებით, ერთი კითხვა მაქვს საბაჟო გადასახადთან დაკავშირებით იქნებ დამეხმაროთ შარში ვარ.
მოკლედ ნივთი გამოვიწერე ინტერნეტით, ხოდა შესაბამისად 300 ლარზე მეტი იყო და დამეკისტა საბაჟო გადასახადი რომელიც 8 ნომებრიდან- 8 დეკემბრამდე უნდა გადამეხადა. ფული გადაიხადა 11 ნოემბერს, ჩემი სახელით ჩემმა დამ ბანკში შეიტანა, იმ დეკლარაციის ფურცლის შესაბამისად ოპერატორმა გადაურიცხა.
გუშინ მომიტანეს წერილი შემოსავლების სამსხურიდან რომ პრობლემები მაქვს რაღაც ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე. მოვქექეთ ის საბაჟოს გადარიცხვის ქვითრები და ორდერები და აღმოჩნდა რომ არასწორად გამიკეთეს თურმე გადარიცვა ბანკში. არსადარ არ წერია ჩემი სახელი და პირადი ნომერი ფურცლებზე და ყველგან ჩემი დის სახელია, დანიშნულებაში კიდევ დეკლარაციის ნომერი არ წერია. ანუ არასწორადაა გადარიცხული ფული ხაზინაში. ჩემი და თავის სახელზეც იხდიდა მეორე განბაჟებას მაგ მომენტში და შეიძლება შეეშალათ.
რა გამოსავალია? ტბს- გადარიცხვის ფურცლები მაქვს ყველა რაც ბანკში მისცეს ჩემს დას, დაჟე რიგის ნომერიც მაქვს. ხოდა რა ჯანდაბა ვქნა, ტბს-ში მივიდე ჯერ, მერე შემოსავლებში თუ როგორ მოვაგვარო? ან საერთოდ მოგვარებადია ეს ამბავი? მეორეჯერ ხომ არ მომწვს გადახდა ფულის, იმიტომ რომ ოთხნიშნა თანხაა.
This post has been edited by lacrimos on 29 Dec 2013, 16:54
|