გამოეცალეთ ამ ვანოს თემას, ხალხი არა ხართ?!
ახალი საკენკი დაგიყარეს 20 წუთის წინ
http://www.smoge.org/?p=9805გურამ შარაძეს მეგის ქარდავამ ესროლა?!
გურამ შარაძის მკვლელობა საქართველოს ექს-პრეზიდენტის,მიხელ სააკაშვილის კაბინეტში 2007 წლის 20 მაისს დაიგეგმა. სააკაშვილმა შარაძის ლიკვიდაციის დავალება პირადად დათა ახალაიას მისცა, გურამ შარაძეს კი უშუალოდ მეგის ქარდავამ ესროლა. მკვლელობის დღეს ადგილზე კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაიც იყო. ამის შესახებ საგაზეთო პუბლიკაციას გაზეთი „ალია“ აქვეყნებს.
გაზეთის ინფორმაციით, ეს ფაქტი საქმის გამომძიებლებისთვისაც ცნობილია.
„გურამ შარაძის მკვლელობის ის დეტალები, რაც გარდაცვლილი აკადემიკოსის საქმეში დევს, გამოცემისთვის ინფორმირებული წყაროსგან გაცილებით ადრე გახდა ცნობილი. თუმცა მაშინ, წყაროს თხოვნითვე, ამ თემაზე სტატია არ დაიწერა. მაგრამ რადგან გარდაცვლილი აკადემიკოსის ქალიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გაახმოვანა და ამ ინფორმაციას ჩვენი ინფორმირებული წყაროს თანხმობითვე ვწერთ“-აღნიშნულია გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
ესეც აქ იყოს. ერთი ჯაჭვია საქმის ჩაფარცხვის:
გიგი უგულავა მთავარ პროკურატურაში დაიბარეს This post has been edited by primatii on 17 Dec 2013, 19:56