"ზეწოლაში ჩართულია შსს-ს გენინსპექციის ხელმძღვანელი ჯანყარაშვილი, რომელიც პრემიერის ახლო ნათესავია და რეალურად დღეს მინისტრია. ჩართულია ჩხენკელი, რომელიც ასევე გენინსპექციაში იყო და კანცელარიის რეგიონული სამსახურის უფროსად დაინიშნა, ასევე ჩართულია ჩხენკელის ძმა, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობის "ხუხაშვილია", რომელიც ყველა ბიზნესში დაძვრება", - აღნიშნა უგულავამ.
პროკურატურამ, შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულ გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება.
ბრალდების მხარემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს აგრეთვე მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, გიორგი უგულავას ქ. თბილისის მერის თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება.
http://news.ge/ge/news/story/74549-ugulava...-akhortsieleben