ძველი ქართული ფილმი გამახსენდა(სხვისი შვილები)
"ვინ არი შენი სიმპატიური"-ო აღშფოთებით
რომ იცავს ბიჭუნა ქალბატონს...
აგრეთვე რუსული ფილმიდან:
"უხ შე განათლებულო"-ო როდესაც წიხლს ჩააზელს ერთი რუსი მეორეს...
ვინაიდან პუტინარქი კირილა საქართველოს დიდი "მეგობარია"
ვიფიქრე პოლიტიკის შინაურ განყოფილებაში დავდებ მეთქი.
კირილა ამჯერად კრეატიულ კლასს დაუპირისპირდა.
უწიგნური კაცია აბა მაგდენი რა იცის რომ საზოგადოებრივი
ფენების დაპირისპირება:
სოციალური,
რელიგიური,
ეთნიკური და სხვა კუთხით
სისხლის სამართლის დანაშაულია....
თუმცა როდესაც თავს თვით აბსოლუტის სახელით მოლაპარაკედ ასაღებ,
ვინ მამაძაღლი შემოგედავება....
იყო დრო როცა კირილა თამბაქოთი და არაყის ვაჭრობით ადაიდებდა უფალს,
კარგი დრო იყო ღრმა ქრისტიანული სულიერებით აღსავსე,
ეხლა კირილამ კრეატიულ კლასში საშიშროება დაინახა
(საკუთარი თუ უფლის რა მნიშვნელობა აქვს რამ გაყო?
თუმცა მეეჭვება რომ თამბაქოს ვაჭრობიდან მაცხოვარს მაშინ წილი მიეღო)
Патриарх Кирилл о креативном классе:
"В нашем обществе есть категория людей,
которые пренебрежительно относятся к народу..."
http://www.echo.msk.ru/blog/echomsk/1223661-echo/"ნაროდი" და ჭეშმარიტება კი აბა კირილას გარდა ვინ იქნებოდა...
ერთხელ ბერდიაევმა ბოლშევიკებს კითხა: "რა უფრო უზნეობაა:
ადამიანების ეთნიკური ნიშნით, თუ სოციალური ნიშნით განადგურება"-ო
ეს ისე,
კირილას ჯვარი წერია ბერდიაევის წაკითხვისაგან,
მაგრამ ფელიქსის და მძინარე ცხინვალის ისტორიები ზეპირად იცის და ვერ შეედავები...
მოკლედ ჩვენი კირილა პუტინარქი ლამის(რაღა ლამის ეგაა)
სოვოკის ოქროპირად და ვუი ლენინის მოციქულად მოგვევლინოს
(ცნობილია რომ ლენინი და ბოლშევიკებიც ცუდი თვალით უყურებდნენ ინტელიგენციას
(არ ბოლდებიან წყეული სუპოსტატები და აპოსტატებიო)).
უნისონშია მენდალიან ისაკაძესთან და სხვა ღირს წვერებიანებთან...
This post has been edited by urfinjus8 on 23 Dec 2013, 14:10