სად წავიყვანო? რას მირჩევთ? 8 წლის ბიჭია. სულ გადარია კომპიუტერმა, ვატყობ, რომ საშინელი დამოკიდებულება აქვს. ვცდილობ, ნაკლები დრო დაუთმოს, ვაკონტროლებ... სკოლაშიც გვირჩევს მასწავლებელი, მოვაშოროთ ამ საშინელებას

ძალიან უჭირს. მეც ძალიან მიჭირს. ვატყობ, რომ ათაყვანებს ეს თამაშები. სხვა არაფერი არ აინტერესებს. უფრო სწორად, თუ შესთავაზე რამე ალტერნატივა, რა თქმა უნდა, გაუხარდება. მაგრამ, რა? რა ხდება საინეტერესო თბილისში? თან ახალი წელი მოდის, და წესით, გასართობი ღონისძიებების მრავალფეროვნებაც უნდა იყოს... მინდოდა ოპერაში წაყვანა, რამე ბალეტზე - "მაკნატუნაზე" მაგალითად, რომელიც ბავშვისთვის მოსაწყენი არ იქნებოდა. მაგრამ, მგონი, ოპერა ისევ დაკეტილია. გრიბოედოვის თეატრში (სადაც გადაიტანეს დროებით ოპერის თეატრი) წაყვანა არ მინდა - ოპერის შენობის და კერძოდ დარბაზის სილამაზე მინდა, ნახოს. კიდევ რა ხდება? ნუ, კონოთეატრი-ზოოპარკი-პარკი გასაგებია, ეს იცის. რამე ახალი მინდა, საახალწლო, მხიარული - რომ დაამახსოვრდეს. ხო, ცირკი კიდევ.. თუ გაქვთ რამე იდეები? ნეტში ვერაფერს ვერ ვპოულობ საინეტერესოს. ან არასწორად ვეძებ, არ ვიცი... მიშველეთ

პ.ს. არ ვიცი, ამ განყოფილებაში უნდა გამეხსნა თემა? მაინც, მშობლები პოსტავენ აქ და... წესით, რამე რჩევა უნდა მომცენ
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.