მოკლედა, ხალხნო:
დღეს, პრაიმტაიმის პრესკლუბში იყო უფლებათა ცენტრის მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის აუცილებლობას.
ძალიან მინდოდა პირდაპირ ეთერში მენახა ეს პრესკონფერენცია, მაგრამ ვერ მომართვეს - არაო - საერთოდ არ გასულა ეთერში.
მერე დაველოდე ინფორმაციის დადებას მათივე საიტზე.
აქაც ვერ ნახავთო, უარი მომართვეს:
ეს შეხვედრა ჟურნალისტებთან ჩანიშნული იყო დღეს, 12-ის ნახევარზე.
როგორც აღმოჩნდა, ჩატარდა კიდეც, მაგრამ 11 სთ-ზე იმავე დარბაზში პრესკონფერენციას მართავდნენ უტიაშვილი, ოთო კახიძე, მოკლედ, მერაბიშვილის ადვოკატები.
12-სთ-ზე კი განცხადება გააკეთა ნუგზარ წიკლაურმა, იმავე საკონფერენციო დარბაზიდან და იმავე ჟურნალისტების ტანდასწრებით, რა თქმა უნდა ესეც მერაბიშვილის თემაზე.
ეს, ნაცების პრესკონფერენციები პირდაპირ ეთერშიც გავიდა და საიტზედაც დევს.
როგორც გავიკითხე, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა პრაიმტაიმი ამდაგვარ გამოხშირვებს აკეთებს - ყოფილა პრესკონფერენციები, როდესაც საერთოდ არც ყოფილა დაარქივებული, საიტზე გამოტანილი თუ ინფორმაციის სახით მოწოდებული.
ახლა ასეთი კითხვა მაქვს:
ეს ახალი მთავრობა, თავის პროკურატურიან-მოსამართლეებიანად ხელს ხომ არ უწყობს ნაციონალთა პრობლემების გაბუქებას და ამ დროს რეალურად ხდება მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეების გაფუჭება?
გარდა ამისა, მაქსიმალურად ხომ არ ახშობს იმ უფლებადამცველ ორგანიზაციების ხმას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სამართალის გარეშე ქვეყანა ვერ აშენდება?!
პრაიმტაიმმა იქნებ განმარტება გააკეთოს რა მიზნით ხდება რესპოდენტების ასე გადარჩევა და რაიმე ინსტრუქცია ხომ არა აქვთ ამის შესახებ მთავრობისგან მიღებული?
გასაოცარი დემოკრატია, ოღონდ, როცა ოქროს სარაიას ააშენებენ თავისთვის, მერე...
კიდევ, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო 2020 წელს@უსუფაშვილი
დამოუკიდებელი მედია როდინობის კვირაში