
ჩვენ საპროტესტო აქციების პროცესი მოგვწონს და არა მისი შედეგი.
"დინამო" რომ დინამოობდა, ყოველ კვირა იმართებოდა 70 000 კაციანი აქციები თბილისის "დინამოს" სტადიონზე. ორთქლსაც ვუშვებდით, ქართველობითაც კმაყოფილნი ვიყავით და ადრენალინსაც ვხარჯავდით.
ორი-სამი კარგი გუნდი გვინდა (მარტო რაგბისტები ვერ ქაჩავენ მთელი ერისთვის ადრენალინის გამოყოფას), ყოველ კვირა სტადიონი ან სპორტის სასახლის გაჭედილი ტრიბუნები და მიტინგოდამოკიდებულება თანდათან მინავლდება.
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”