როგორც "პირWელს" ბარათაშვილის ადვოკატმა ეკა ციმაკურიძემ განუცხადა, ბარათაშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება.
ადვოკატის თქმით, ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა გიორგი ბარათაშვილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ის იმ პერიოდის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა, როდესაც სამსახურიდან დათხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ბარათაშვილი სასამართლოსგან სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას, თანამდებობაზე აღდგენას და იმ პერიოდის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა, როდესაც, მისი თქმით, უკანონო დათხოვნის გამო, აღნიშნულ თანამდებობაზე არ მუშაობდა.
სასამართლომ გიორგი ბარათაშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
http://pirweli.com.ge/?menuid=11&id=53109