ახმეტაში ჩინოვნიკები წინასაახალწლოდ 100 ათას ლარზე მეტ პრემიას იწერენ, აღნიშნულ ინფორმაციას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
ფულადი ჯილდოთი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით უნდა წახალისდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები:
დავით იმერლიშვილი - საკრებულოს თავმჯდომარე; ალექსი მაილაშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გივი უძილაური - საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე; ფირუზ შიომღვდლიშვილი - საპროცედურო და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე; ბესიკ ყიზილაშვილი - მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე; გელა ონიაშვილი - აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე; ლირი ითიურიძე - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; იოსებ ქარუმაშვილი - ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარე; ნათელა ექვთიმიშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე; ბელა მარუქაშვილი - ფრაქცია „ახმეტის მომავლისათვის“ თავმჯდომარე; გიორგი გედეხაური - ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“-ს თავმჯდომარე; ირაკლი აფთარაული - ფრაქცია „ქართული ოცნება - მთიანი რეგიონებისთვის“ თავმჯდომარე; ზურაბ ქაფიანიძე - ფრაქცია „ახმეტელების“ თავმჯდომარე.
როგორც "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განუცხადა, საახალწლოდ პრემიების გაცემა გამგეობის თანამშრომლებზეც იგეგმება. „ვინც კარგად მუშაობს, უნდა წავახალისოთ“, – განაცხადა გამგებელმა.
გამგეობის საფინანსო სამსახურში კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ საერთო ჯამში საახალწლოდ გასაცემი პრემიების თანხა 100 ათას ლარს გადააჭარბებს.
http://newposts.ge/?l=G&id=26546