ასე 1 თვის უკან საავადმყოფოში მივედი და მიმღებში ბევრი ხალხი იყო, ვთქვი მეჩქარება და თუ შეიძლება მალე გამიშვით მეთქი.. ჰოდა ექთანი გამოვიდა რაგაც 2 წუტის საქმე მქონდა გამიკეთა და მეუბნება ხომ დაგეხმაროე... კი მადლობა მეთქი და წასვლას ვაპირებ მაგრამ ვაი საოცრება რაღაც მტკივნეული მოჭერა ვიგრძენ მაჯის არეში, შევხედე და ექთნის გასიებული ხელი და დაშხამული თვალები დამხვდა თითქოს მეკითხებოდა სად მედიხარ შენიო ***** ვეუბნები გამიშვი ხელი და იმან რასქვია გაგიშვა ჩქარა რო გინდოდა ხომ გაგიკეთე საქმეო..კიდე ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა და კიდევ მადლობა მოვუხადე მარა ეს ქალი მაინც არ მიშვებს ხელს

ბევრი ხალხი იყო და ალბათ მოერიდა ფულის თქმა თუმცა მაინც მიმახვედრა ბოლოს თითების ერთმანეთზე გახახუნებით რომელიც ცნობილია ფულის აღნიშვნისთვის... მარა მაინც არ მივეცი იმიტომ რომ კორუფციაში მხოლოდ ის კიარაა დამნაშავე ვინც ქრთამს იღებს, ისიც ვინც აძლევს!!!

ისე არც მქონდა ფული რომ მიმეცა...
ტაკ ჩტო კორუფცია ნევერ დიე
This post has been edited by maktraxer on 30 Sep 2013, 23:06