http://pirveliradio.ge/?newsid=18692სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოში ჩამოდის, ამის შესახებ ინფორმაცია "პირველ რადიოს" რუსეთის საპატრიარქოს მართმადიდებელთა კავშირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა დიაკონმა თეოდორე შულგარმა დაუდასტურა, რომელიც რუსეთის საპატრიარქოში საქართველოს საკითხებს კურირებს. მისივე თქმით ვიზიტის კონკრეტული თარიღი უცნობია და ჯერ ჯერობით არ არის ფორმირებული ის დელეგაციაც, რომელიც რუსეთის პატრიარქთან ერთად საქართველოს ეწვევა. "პირველი რადიოს" მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი ვიზიტი მარტში შედგება. დიაკონ თეოდორე შულგარის თქმით რუსეთის საპატრიარქო ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას უჭერს მხარს და ვიზიტიც ამ მიზანს მოემსახურება.