მოკლედ გავხსნი ისევ ახალ თემას smile.gif
მოკლედ გაზზე გადაყანის ძირითადი მოტივია ის რომ მანქანა ხდება საშუალოდ 50% ით ეკონომიური და ყოველ თვე თქვენ დაახლეობით 50% ს დაზოგავთ თქვენი ანაზღაურებიდან.
სწორედ ამიტომ ბუნებრივ აირზე მანქანის გადაყვანა სულ უფრო და უფრო ფართოდ ხდება და ხალხშიც პოპულალური ხდება.
სანამ ბუნებრივ აირზე გადაიყვანდეთ მანქანას მანამდე უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რამე რასაც ჩამოვწერ აქ.
1)აუცილებლად უნდა აარჩიოთ ნორმალური ფირმა/ბოქსი/ადგილი სადაც დააყენებთ გაზს. მოგცემენ გარანტიას და ექნებათ ნორმალური აპარატურა
2)აუცილებელია რომ თქვენი მანქანა ბენზინზე გამართულად მუშაობდეს , მხოლოდ ამის მერე შეიძლება მისი ბუნებრივ აირზე გადაყვანა და მასზე კარგად მუშაობა
3)გაითვალისწინეთ თუ რანაირად აპარატურას გიყენებენ, შეესაბამება თუ არა მისი მონაცემები თქვენი მანქანის მონაცემებს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თუ როგორ სიმძლავრიან აპარატურას შეგირჩევენ, მოთხოვეთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია აპარატურაზე, რამდენ კილოვატიანია და ყოფნის თუ არა თქვენს ავტომობილს მისი სიმძლავრე.
4)ბუნებრი აირზე მანქანის სწორად გადაყვანის დროს არ უნდა ანთებდეს ჩეკს. ჩეკის ანთებას იწვევს ან არასწორი კალიბრაცია ან სხვა რაიმე გარე ფაქტორი (პუნქტი 2)
5)მეორე პუნქტის შემთხვევაში ჩეკი თუ აგინთოთ ეგ ბუნებრივი აირის ბრალი არ იქნება, ამიტომ ჯერ კარგად უნდა დარწმუნდეთ ნამდვილად მუშაობს თუ არა თქვენი ავტომობილი ბენზინზე კარგად და მხოლოდ მერე გადაიყვანოთ ბუნებრივ აირზე.
პრინციპში ძირითადი ესაა რასაც თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ეხლა დავწეროთ ცოტა რამ თვითონ ბუნებრივ აირზეც .
ჩვენთან ფართოდაა გავრცელებული მეოთხე და მეორე თაობის ბუნებრივი აირის აპარატურები. უნდა იცოდეთ რომ სადაც გეუბნებიან მესამე თაობა გვაქო ეგ რეალურად მეორე თაობაა 99% ში.
მე პირადად საქართველოს ბაზარზე მსგავსი აპარატურა არ მინახია (მესამე თაობაზე ვსაუბრობ smile.gif
ეხლა კი უშუალოდ მეორე თაობაზე
1) მეორე თაობა
მეორე თაობა არის მექანიკურად კონტროლირებადი მოწყობილობა რომელსაც აქვს ცენტრალური შეფრქვევა, მას არ აქვს ცალ ცალკე ცილინდრზე შეფრქვივს უნარი, იგი მხოლოდ ცენტრალურად აფრქვევს ნაზავს. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ძირითადად კარბურატორიან მანქანებზე.
2) მეოთხე თაობა
მეოთხე თაობის აპარატურა გამოირჩევა მისი წვის სიზუსტით და ძრავის მონაცემების შენარჩუნებით, განსხვავებით მეორე თაობის აპარატურისგან მას აქვს , ელექტრონულად კონტროლირებადი ფრქვევანები, მას ელექტრონულად აკონტროლებს ბუნებრივი აირის კომპიუტერი (ECU) რომელიც ბენზინის კომპიუტერიდან აღებული ინფორმაციით ზუსტად ითვლის თუ როდის და რამდენი გაზი შეაფრქვიოს ავტომობილის ძრავში, მეორე თაობისგან განსხვავებით მეოთხე თაობას აქვს ყველა ცილინდრზე ცალკე ფრქვევანა, ისინი უშუალოდ კოლექტორში გახვრეტის შემდეგ დგება და გაზს ზუსტად ცალკეულ ცილინდრზე აფრქვევს რის შემდეგაც ვიღებთ ძალიან ზუსტ ნაზავს, სიმძლავრის მინიმალურ დაკარგვას და მაქსიმალურ ეკონომიას.
როგორც ხვდებით მეორე თაობასა და მეოთხე თაობას შორის სხვაობა ძალიან დიდია, მეორე თაობას არ შეუძლია აკონტროლოს გაზის ნაზავი, რაც იწვევს ბუნებრივი აირის მეტ მოხმარებას, სიმძლავრის მკვეთრ დაკლებას და ძრავის მწყობრიდან გამოყვანას, რადგან არასწორი ნაზავის შემთხვევაში ბუნებირივ აირი ვერ ასწრებს დაწვას წვის კამერაში, გამოდის იქიდან და აზიანებს სხვა დეტალებს.
მეოთხე თაობაში ეს ყველა მინუსი გაბათილებულია თუმცაღა რჩება ისეთი დეტალებიც რასაც დამატებითი მოწყობილებები ჭირდება რომ სულ ბოლომდე აღმოიფრხვას პრობლემები.
მეოთხე თაობისთვის ძირითადად დამატებითი დეტალი არის აალების წინსწრების კუთხის რეგულატორი და ე.წ წვეთოვანები.
დავიწყოთ აალების წინსწრების კუთხის რეგულატორიდან.
აალების წინსწრების კუთხე არეგურილებს მის % მაჩვენებელს, ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანის შემდეგ ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ მაქსიმალური ეკონომიურობა, სწორედ ამისთვის საჭიროა გამოვიყენოთ აალების წინსწრების კუთხის რეგულატორი. შეკუმშული ბუნებრივი აირის ხასიათი და წვის სისწრაფე ბენზინის ხასიათისგან და წვის სისწრაფისგან განსხვავდება, იგი უფრო ნელა იწვება ვიდრე ბენზინი, ამის გამო როდესაც გამშვები სარქველი იღება წვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეს იწვევს, მანქანის საწვავისა და ჰაერის არასწორ ნაზავს, მის ცუდ წვას, სიმძლავრის დაკარგვას, გაზის დამატებით ხარჯს, სარქველებისა და მისი უნაგირების დამატებთ დატვირთვასა და ტემპერატურის ზრდას, რის შემდეგაც მათი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა იზრდება, აალების წინსწრების კუთხის რეგულატორი სწორედ ამისთვისაა შექმნილი რომ ეს პრობლემა აღარ წარმოიქმნას. სწორი კუთხის დაყენების შემდეგ მანქანის სიმძლავრის და წვა ოპტიმალური ხდება.
ეხლა კი ე.წ წვეთოვანიც განვიხილოთ
ბუნებრივი აირი მისი ხასითიდან გამომდინარე ნელა იწვის როგორც უკვე ვახსენეთ ადრე,ამას ემატება ის რომ მისი ოქტანობა მეტია ბენზინის საწვავთან შედარებით,მისი წვის ტემპერატურა კი 2 ჯერ აღემატება ბენზინისას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბუნებრივი აირის დიდი ხნის მოხმარების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი პრობლემა, სარქველებისა(კლაპნების) და მისი უნაგირების გაცვეთა მწყობრიდან გამოსვლა ანუ დაწვა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გადასაჭრელად გამოიგონეს ე.წ წვეთოვანები, სპეციალური სითხე რომელიც ბუნებრივი აირის მეოთხე თაობის მსგავსად უშუალოდ კოლექტორის გახვრეტის შემდეგ დგება, იგი პოხავს უშუალოდ სარქველებს და მის უნაგირებს, რითიც ქმნის მასზე დამცავ ფენას, ამცირებს რა ტემპერატურას მათი დაწვის ალბათობა საგრძნობლად იკლებს.
მათი გამოყენება რეკომენდირებულია იაპონური მანქანებისთვის, პრაქტიკამ აჩვენა რომ იაპონურ მანქანებს 2 ჯერ მეტად აქვთ სარქველების დაწვის პრობლემა ვიდრე გერმანულ მანქანებს.
მოკლედ ეს იყოს ჯერ ჯერობით და მერე დასვით კიდევ კითხვები და გიპასუხებთ რა smile.gif) ეხლა ვეღარ ვვაზროვნებ უკვე რა დავწერო აღარ ვიცი smile.gif)
პირველი თემის ლინკი
გაზზე გადაიყვანთ მანქანას?მეორე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამესამე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეოთხე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეხუთე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეექვსე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეშვიდე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამერვე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამერცხრე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეათე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეთერთმეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეთორმეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანა, თემა მეთორმეტემეცამეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანა, თემა მეცამეტე!მეთოთხმეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანა, თემა მეთოთხმეტე!მეთხუთმეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანა, თემა მეთხუთმეტე!მეთექვსმეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანა, თემა მეთექვსმეტე!მეჩვიდმეტე თემის ლინკი
<<<<მანქანის გაზზე გადაყვანა - თემა მეჩვიდმეტე>>>>ახლა კი ზოგადი ფასები ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანის
4 ცილინდრიანი 850-1100 ლარი
6 ცილინდრიანი 1000-1400 ლარი
8 ცილინდრიანი 1050-1500 ლარი
ფასები დამოკიდებულია აპარატურაზე, დამყენებელზე.
ფასებში არ შედის ბალონის ფასი
ბალონის ფასები განისაზღვრება ბალონის ტიპისგან და წლისგან
საშუალოდ კი ასეთი ფასებია,
ერთი კუბის ფასი 22-40$ ს შორის თამაშობს , დამოკიდებულია ბალონის მწარმოებელზე ტიპზე და წელზე.
გაზის წვის დასადგენი ფორმულა
გაზგასამართი სადგურების ელ რუქა
https://maps.google.com/maps/ms?msid=217932...761703,6.322632პოსტი მომზადებულია PREDATOR-ის მიერ.
This post has been edited by g_khardziani on 28 Oct 2013, 20:20