სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში მწვავედ დგას ჰიგიენის პრობლემა და არასაკმარისია მედიკამენტები
სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში მწვავედ დგას ჰიგიენის პრობლემა და არასაკმარისია მედიკამენტები. ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომლებმაც აღნიშნული დაწესებულება 18 დეკემბერს მოინახულეს.
„მე-7 დაწესებულებაში ამჟამად 50 პატიმარი იხდის სასჯელს. მონიტორინგის ჩატარებისას რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის განსაკუთრებით მწვავედ დგას ჰიგიენის პრობლემა და არასაკმარისია მედიკამენტები. ზოგადად, საპყრობილე ცივი, ბნელი, უჰაერო, ნესტიანი და უსუფთაოა“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პატიმრებს ადმინისტრაციის მიმართ მოპყრობის კუთხით პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა თბილისის მე-7 სასაჯელაღსრულებითი დაწესებულება პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში მოინახულეს და იქ განთავსებულ პატირებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგი არაგეგმური იყო და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად მასში 7 დამოუკიდებელი ექსპერტიც მონაწილეობდა. ექსპერტებმა წინასწარ მცირე ტრენინგი გაიარეს. მათ მონიტორინგის ჩატარების სპეციფიკა და მეთოდები გააცნეს.
http://frontnews.ge/ge/news/20793ჩემი აზრით სუბარმა უნდა დახუროს ეგ დაწესებულება
თავის დროზე იგევე მიზეზით დახურეს ორთაჭალის კრიტი
და სხვადასხვა დაწესებულებებში გადაანაწილეს
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"