#38856284 · 25 Nov 2013, 19:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მონადირეთა კლუბი"ლეგიონი" აცხადებს კონკურსს ლოგოტიპის შექმნაზე.
პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს - სტუდენტს, პროფესიონალ დიზაინერს, დიზაინერთა ჯგუფს, სარეკლამო კომპანიას/სტუდიას.
დავალება: ლოგოტიპის დამზადება მონადირეთა კლუბი"ლეგიონი""-სათვის.
მონადირეთა კლუბი"ლეგიონის" საქმიანობა:
** ნადირობა ** თევზაობა **სპორტული სროლა. **ლაშქრობები
მოთხოვნები:
** კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ლოგოტიპის 2 ნიმუში - ქართული და ინგლისური წარწერით **ლოგო გაჯერებული უნდა იყოს ნადირობის თემატიკით. **ლოგოში გამოყენებული უნდა იყოს რომაული ლეგიონის ელემენტები ** მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი JPEG ფაილის სახით. ხარისხიანი რეპროდუქციის მიზნით, გამარჯვებულმა შემდგომში უნდა წარადგინოს მასალა ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში (EPS). ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი; მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით. ** უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, როგორც მცირე (სულ მცირე 2X2სმ), ასევე, ფართო მასშტაბით.
ფერთა გამა: ლოგოტიპის ფერი არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი. სასურველია გამოყენებული იქნას მწვანეან ხაკის ფერი,
ინტელექტუალური საკუთრება:
გამარჯვებული ლოგო ხდება :ლეგიონის" საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნას ასოციაციის ნებისმიერი მიზნებისათვის, მათ შორის და არა მხოლოდ, განთავსება ვებ-გვერდებზე, სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდური სათაურების სახით, პოსტერებსა და სხვა მასალებზე. ასოციაციას უფლება აქვს გამოიყენოს, შეცვალოს ან სხვაგვარად ნაწილობრივი ან მთლიანი სახით გამოიყენოს გამარჯვებული ლოგო მისი შეხედულებისამებრ.
გამარჯვებულის და პრიზის გამოვლენა:
. ** მასალები შეფასდება მათი ვიზუალური მომხიბვლელობით, კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრით, დიზაინის ხარისხით და გამოყენების სიმარტივით ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის. ** გამარჯვებული ინფორმირებული იქნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და მისი ვინაობა გამოცხადდება "ლეგიონის" Facebook-ის გვერდზე შესრულების ვადა:
კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2013 წლის 30 ნოემბრისა. ლოგო უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: gshapakidze@outlook.com
წერილში მიუთითეთ კონკურსში მონაწილე პირის/პირების საკონტაქტო ინფორმაცია. გამარჯვებული გამოვლინდება 3 დეკემბერს. საპრიზო თანხა: კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა საპრიზო თანხა 100 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
This post has been edited by Flasher on 26 Nov 2013, 10:29
--------------------
Лучше быть богатым и здаровым чем бедным и больным!!!
|