#39180511 · 23 Dec 2013, 13:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნიკო ხაჩირაშვილი გიგი უგულავას - პირადად შენგან მორალსა და ზნეობაზე საუბარი გამართლებულად არ მიმაჩნია 13:08 23-12-2013 ნიკო ხაჩირაშვილი გიგი უგულავას - პირადად შენგან მორალსა და ზნეობაზე საუბარი გამართლებულად არ მიმაჩნია ნიკო ხაჩირაშვილი გიგი უგულავას განცხადებებს ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს. როგორც ხაჩირაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, გიგი უგულავას მიერ წაყენებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. "ბრალდებულმა უგულავამ პირადად მე, წამიყენა ბრალი, რომ თითქოს ჩემი ჩვენების საფუძველზე ხდება მისი საქმის მარტივად რომ ვთქვათ, "შეკერვა". ამ საქმეს შეკერვა არ ჭირდება. უგულავას, რომელიც გვესაუბრება მორალსა და ზნეობაზე, ჩემი აზრით, თავად არ აქვს უფლება, არაერთი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებას ესაუბროს მორალსა და ზნეობაზე. უგულავას, რომელსაც ალაპარაკებს მხოლოდ ბოღმა და რეალობას არის მოწყვეტილი, აქვს ერთადერთი მიზანი. მას უნდა, რომ მოახდინოს კონრეტული ადამიანების დისკრედიტაცია, ადამიანების, რომლებიც არ მოქმედებენ მისი თამაშის წესებით. დაკითხულია ათეულობით მოწმე, მან კი დაასახელა მხოლოდ და მხოლოდ სამი გვარი, რადგან ეს ადამიანები არ არიან მისი გავლენის ქვეშ და ეს ყველაფერი ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მისი მიზანია მოახდინოს კონკრეტული ადამიანების დაკნინება და დისკრედიტაცია. მას ეს კარგად გამოსდის", - აღნიშნულია ხაჩირაშვილის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, მისთვის უცნობილია ვის რა ჩვენება აქვს მიცემული გიგი უგულავას წინააღმდეგ. "ჩემთვის უცნობია, ვის რა ჩვენება აქვს მიცემული, მაგრამ დაზუსტებით ვიცი ის, თუ რა ჩვენება მივეცი პირადად მე საგამოძიებო უწყებას. გიგი, შენგან განსხვავებით, ნამდვილად არ წაგიკითხავ მორალს, მაგრამ ერთ მითითებას აუცილებლად მოგცემ: ნუ აჩქარდები, რადგან დარწმუნებული ვარ, შენი მცდელობა ჩემი ავტორიტეტის დაკნინების აუცილებლად საპნის ბუშტივით გასკდება. რამ შეგაშინა გიგი?1) მე რომ არ აღმოვჩნდი იმ ადამიანების რიცხვში, რომლებმაც ჩემი აზრით, შენი სქემის მიხედვით ქვეყნიდან გაქცეულ ზურა ადეიშვილის წინააღმდეგ რომ არ მივეცი ჩვენება? 2) თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით, რომ არ ვფლობდი ინფორმაციას? 3) პირადად შენგან თბილსერვის ჯგუფთან და ასე შემდეგ, სხვა პარტიულ საკითხებთან დაკავშირებით რომ არ მიმიღია დავალება? 4) ცხრა წელი იყავი თბილისის მერი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გადაწყვეტილებებს რომ იღებდი?აქედან გამომდინარე, მინდა საზოგადოებამ იცოდეს პირადად შენგან არ მიმაჩნია გამართლებულად საუბარი მორალსა და ზნეობაზე, ადამიანისგან, რომლის უმთავრესი მიზანი არის კონკრეტული ადამიანების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. შენი სიტყვებით რომ ვთქვა, ცხოვრების ბოლომდე გაგყვება... გესმის გიგი, შენი სიმართლე შენ ცხოვრების ბოლომდე გაგყვება", - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, 21 დეკემბერს, სასამართლო პროცესის შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ საქმეში მთავარი მოწმეები არიან "ნაციონალური მოძრაობიდან" "ოცნებაში" გადაბარგებული ხაჩირიშვილი, რაფავა და ნინო თევდორაძე. "მათი ჩვენებები დევს საქმეში და ეს უზნეობა გაჰყვებათ მათ", - განაცხადა უგულავამ.
აი დილიდან რამე თუ გამაცინებდა არ მეგონა. ჯერ არ მქონდა კარგად მონელებული ზაზა გაბუნიას გაოცნებება, მერე იონათამიშვილის ჭეშმარიტ გზაზე შედგომა, შემდგომ შიხიაშვილის გასხივოსნება...
დაააა ვინძლო! საკონტროლო გასროლა.
ხაჩირიშვილი აბობოქრდა. არადა ნანახი მყავს აგნები თავმოქონილები.
უკვე სად იწყება ოცნება და სად მთავრდება ნაციონალები ვერ გაარჩევ. Браво Нугзар!
--------------------
დედისტყვნა ბიძინას! მამისტყვნა კობახიძეს! საქართველოს დიდება და გამარჯვება!
|