ერთ-ერთი იუზერის ნაწერი ამ ფორუმიდან

(DaNGeR_DaNGeR)
ესეიგი 2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც სიგარეტს არ გავკარებივარ

შემიძლია ასე თუ ისე დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი
დადებითი:
1. ყოველდღიურად ოთხი ლარის ეკონომია
2. კვამლის უსიამოვნო გემოს გაქრობა
3. ამტანობის გაზრდა
4. ვარჯიშიშ დროს აღარ მაწუხებს გული, გულისრევის შეგრძნება და თაბრუსხვევა
5. ყნოსვის გაუმჯობესება
6. დილით უფრო ხალისიანად "ბოდრათ" ვიღვიძებ
7. ბევრად უფრო მშვიდად მძინავს
უარყოფითი:
1. პირველი ერთი თვე ძალზედ ემოციური და დეპრესიული გავხდი
2. იმის გამო რომ კვამლს ვეღარ ვიტან შესაბამისად მწეველებთან ერთად ყოფნა მიჭირს
ამ გადმოსახედიდან ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და არანაირი სურვილი აღარ მაქვს გავეკარო

P.S წონაში არ მომიმატია