nodarie
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16329
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13
|
#39232301 · 27 Dec 2013, 19:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლუკ.16:19–26. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულს და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული. მას ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მიდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში.მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, ტანჯვა–წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში. უთხრა აბრაამმა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი – სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. ყოველივე ამის გარდა თქვენსა და ჩვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ.
იოველ. 2:28: „ამის შემდეგ მოვაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმარებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ.“
ესაია 66:24 „ და გავლენ და დაინახავენ ჩემგან განდგომილ ადამიანთა გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და იქნებიან ისინი სისაძაგლედ ყოველი ხორციელისათვის!“ მარკ.9:43 „თუ გაცდუნებს შენი ხელი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტელ ცეცხლში“. ჩვენ უკვე შეშფოთებული ვიყავით ნანახისგან.
ებრ.10:26–27 „ ვინაიდან,თუ ჩვენ, მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი“.
ლუკ.12:48 „ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“
გამოცხ.21:8 „ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია“
ლუკ.16:24 „ შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე,რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში.“
ფს 17:9 „აღმოხდა კვამლი მისი რისხვისაგან და ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, (გავარვარებული) ნაკვერჩხლები აღმოენთნენ(იფრქვეოდა) მისგან.“
1 კორ. 6:10 „ვერც ქურდები, ვერც ანგარნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი, ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს.“ „სიწმინდის გარეშე ვერავინ მიხილავს მე. სიწმინდის გარეშე ვერავინ მიხილავს მე.“ (ებრ.12:14)
მათ.10:28 „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, მაგრამ სულის მოკვლა არ ძალუძს. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია და სხეულისაც.“
გამოცხ. 21:8–ზე „მშიშრებისა და ურმუნოების, შებილწულებისა და მკვლელების, მეძავების და გრძნეულების, კერპთაყვანისმცემლების და ყველა ცრუს ადგილი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია. დღეს მე გეპატიჟებით გაუხსნათ გულები იესოს; მხოლოდ ის არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.(იოან14:6) „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა(გადარჩენა), არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.“(საქ4:12) იგავ. 27:20 შავეთი და ჯოჯოხეთი–გაუმაძღარია
ესაია 55:7 „დატოვებს ბოროტეული თავის გზას და უსამართლო კაცი თავის ზრახვებს; დაუბრუნდება უფალს და ის შეიწყალებს მას; და ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია
ღვთის სიტყვა გვეუბნება – რომ. 6:23 „ვინაიდან, ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლის ნიჭი(საბოძვარი–საჩუქარი) კი – საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.“
2 კორ.12:2 „ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ, არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი სხეულს გარეთ, ღმერთმა იცის, ატაცებულ იქნა მესამე ცამდე.“
ბიბლია ამბობს, რომ ღმერთს სურს მოგვცეს ჩვენ მშვიდობა; მშვიდობა რომელიც აღემატება ჩვენს ადამიანურ გაგებას (ფილ.4:7).
გამოცხ. 2:7 „ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია“
გამოცხ. 2:7 „ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია“
სიცოცხლის წიგნი (გამოცხ.3:5)
ბიბლია სიცოცხლის ხეს უწოდებს(გამოცხ.2:7)
1კორ. 2:9 „რაც თვალ არ უნახავს, რაც ყურს არ სმენია და ადამიანს გულზე არ მოსვლია, ის გაუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს.“
გამცხ. 22:5 „ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ ლამპრის სინათლე და არც მზის სინათლე, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ; და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.“
ზეცაში ყოფნის დროს (ფილიპ.4:7)
1პეტრ. 1:4 –ში დაწერილის მნიშვნელობა: „ უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისათვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის.“
ძვირფასო დაო და ძმაო, შენ ვერც წარმოიდგენ ყველაფერ იმას, რაც უკვე თქვენთვის გამზადებულია ზეციურ სასუფეველში. (1კორ.2:9)
ლუკ. 22:30 „რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში ….“
(გამოცხ.2:17) „ვისაც ყურები აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს მივცემ გადანახული მანანისაგან და მივცემ მის თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა.“
ლუკ.10:20 „ ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“
და შემდეგი მუხლების ავტორი ცოტნე_91 (ბიბლიიდან ციტირებული)
36. ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
37. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.
38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში?
39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.
40. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ.
41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ?
42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.
43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ.
44. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში.
45. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი.
--------------------
continuum.ge
|