#39237547 · 28 Dec 2013, 04:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თავიდანვე აღვნიშნავ, რომ იურიდიულ საკითხებში ვარ პროფანი!
არის პრობლემა - ფირმის დამფუძნებელ პარტნიორთა ერთი მხარე, რომელიც ფლობს წილის X%, აპირებს გასვლას ფირმის წილიდან და აფიქსირებს ნებას, რომ თავისი კუთვნილი წილი-X% მიყიდოს პარტნიორს, როგორც ფიზიკურ პირს განვადებით. ამავე დროს, წილის გამსხვისებელი პარტნიორი, მოითხოვს, რომ, რამდენადაც მისი კუთვნილი წილის ღირებულების დაფარვა უნდა მოხდეს რაღაც T - დროში, ამ დროში, მისი წილის ღირებულების სრული დაფარვის ბოლო ვადამდე, რჩებოდეს ამ ფირმის ჩვეულებრივ მოგების მეწილედ. ...მაინტერესებს ეს მოთხოვნა რამდენად კანონიერია სამეწარმეო კანონმდებლობის მიხედვით და თუ ასეთი რამე შესაძლებელია და დაშვებულია, რომ ფირმის წილის განვადებითი გასხვისსების შემთხვევაში, მაინც დაიტოვო ამ ფირმის მეწილე პატრტნიორად დარჩენს უფლება, საკუთარი წილის ღირებულების სრულ გადახდამდე....ამ შემთხვევაში მის მიერ გაზიარებულ უნდა იქნეს თუ არა მის მიერაც ის ბიზნეს რისკები იმ მეორე მხარესთან ერთად, ვინც რჩება ფირმაში და ახდენს ამ მხარის წილის შესყიდვას?! ...რისკების გაზიარება-ში მხედველობაში მაქვს ნებისმიერი, ფირმის მფლობელებისაგან დამოუკიდებელი გარემოება და ფაქტორი, რამაც შეიძლება ფირმაში წარმოშვას ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც შესაძლებელია აისახოს წილის ღირებულებაზე! ...მხედველობაში მაქვს ვთქვათ...რომელიმე ფირმის კუთვნილი ფასიანი დანადგარის ავარია და მწყობრიდან გამოსვლა, ან რომელიმე დებიტორი დავალიანების მქონე კომპანიის გაკოტრება და ა.შ. ....ჩემთვის გასაებია, რომ ეს საკითხი მოხსნილია იმ შემთხვევაში, თუ წილიდან გამსვლელი და მისი განვადებით გამსხვისებელი მხარე, გასხვისების მომენტიდან დაწყებული....უბრალოდ რჩება მეორე მხარის, როგორც ფიზიკური პირის მევალედ, ტოვებს ფირმას ყოველგვარი მოგების წილის უფლების გარეშე და ელოდება ვალის მიღებას დადგენილ ვადაში(თავის პირგასამტეხლო ვალდებულების ჩათვლით).
...ამ საკითხზე, თუ ვინმეს გაგაჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია ან გეგულებათ ნაცნობი იურისტი, რომლისგანაც მივიღებთ კომპეტენტურ კონსულტაციას, გთხოვთ გამაგებინოთ ან მომწეროთ PM-ში. წინასწარ მადლობა.
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|