5 წლის ბავშვს აქვს I ხარისხის ხერხემლის გამრუდება (10 გრადუსი), დარღვეული აქვს ტანდეგობა და აქვს ბრტყელი ტერფი.
მარცხენა ტერფს შიგნით დგამს და ყველა ფეხსაცმელი დეფორმირებული აქვს.
მითხრეს თუ ფეხის დადგმას გაუსწორებ ყველაფერი გამოსწორდებაო...
მივიყვანე თინა შენგელიასთან, რომელმაც ხერხემალზე გადაგვაღებინა რენტგენი და დაგვინიშნა ვარჯიშები ხერხემლისთვის, ხოლო ფეხს რაც შეეხება, მითხრა, რომ ხერხემლის გასწორების პარალელურად ფეხის დადგმაც გამოუსწორდებოდა.
ძალიან გთხოვთ ვისაც გქონიათ შეხება მსგავს პრობლემასთან და გაქვთ გამოცდილება მისი მოგვარების, მირჩიეთ როგორ მოვიქცე - მართლა საკმარისია დავუმზადო ინდივიდუალური სუპინატორი და დაველოდო შედეგებს, თუ ვატარო სამკურნალო ვარჯიშებზე და კონკრეტულად სად და ვისთან?