აბლაბუდა1935
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3050
წევრი No.: 171206
რეგისტრ.: 1-August 13
|
#39247306 · 29 Dec 2013, 01:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (tbilisiforum @ 29 Dec 2013, 01:27 ) | კლიმაქსიანი ადამიანი რას ნიშნავს ? |
მენოპაუზა.
40-45 წლიდან ქალის ორგანიზმში ე. წ. ინვოლუციის პროცესი იწყება. საკვერცხეები სულ უფრო ნაკლებად რეაგირებენ ჰიპოფიზის (ტვინის დანამატი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი) მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზე. თავის მხრივ, ვეღარც ჰიპოფიზი იღებს საკვერცხეებისგან სათანადო ნიშანს და ამგვარად მთელი მენსტრუალური ციკლი ირღვევა. ეს არის კლიმაქსის დასაწყისი. 40-50 წლის ასაკში ოვულაცია (მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა, რომლის დროსაც კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გამოდის) რეგულარულად აღარ მიმდინარეობს. არარეგულარული ხდება მენსტრუალური სისხლდენაც. შესაბამისად, მცირდება განაყოფიერების შესაძლებლობა. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონები (ესტროგენები) უმნიშვნელო რაოდენობით მაინც გამომუშავდება, ყვითელი სხეულის ჰორმონი კი საერთოდ აღარ წარმოიქმნება და მენსტრუაცია წყდება. მენსტრუაციის ფიზიოლოგიურ შეწყვეტას მენოპაუზა ეწოდება. მენოპაუზის წინამორბედი ჰორმონული ძვრები შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობით, უძილობით, თავის ტკივილით, მომატებული გაღიზიანებადობით, გულმკერდის ღრუსა და გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებებით. ორგანიზმში ჰორმონული უკმარისობის დაწყების მაჩვენებელია გაძლიერებული ოფლდენა და ალები (ანუ ცხელების შეტევა). კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ეს სიმპტომები ქალის ორგანიზმში ესტროგენების დონის დაქვეითებით არის განპირობებული. ჰორმონული სტატუსის ცვლილებას ზოგჯერ თან ახლავს ტემპერატურის მომატება, სისხლძარღვთა გაფართოება, სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება და გუნება-განწყობის გაუარესება. კლიმაქსის პერიოდში ქალები უმეტესად სიცარიელეს, გამოფიტვას გრძნობენ, მათ ცხოვრებას აზრი ეკარგება. ზოგიერთი მენსტრუაციის შეწყვეტას ქალურობის, მომხიბვლელობის დაკარგვასთან აიგივებს და ყოველივე ამას ძალზე მწვავედ აღიქვამს. ასეთ დროს ხშირად უჩნდებათ აზრი, რომ ცხოვრებამ ფუჭად ჩაიარა, ამას კი მოჰყვება დათრგუნულობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და დეპრესია. კლიმაქსური პერიოდის კრიზისებს, რომლებიც ფიზიკურ და სულიერ დარღვევებს განაპირობებს, ხშირად კლიმაქსურ დეპრესიად იხსენიებენ. კლიმაქსის პერიოდში შესაძლოა მძიმე დეპრესიამაც იჩინოს თავი. მედიკოსები ამ დეპრესიას ენდოგენურს უწოდებენ. თუმცა შინაგანი დათრგუნულობის მიზეზი ამ პერიოდში სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს: ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნა; შრომისუნარიანობის დაქვეითება; საკუთარი თავისადმი რწმენის შერყევა; ცხოვრებისეული სიტუაციების ცვლილება; განშორებისა და დაკარგვის შეგრძნება; სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება-დაკარგვა; უბრალოდ სიბერის განცდა. კლიმაქსური პერიოდის დეპრესიის მთავარი ნიშნებია დაძაბულობისა და დაღლილობის შეგრძნება, მოუსვენრობა, ანჰედონია (სიხარულის, ბედიერების შეუგრძნებლობა), სურვილების გაქრობა, ტირილის სურვილი და სხვა. ამ კრიტიკულ პერიოდში სამკურნალოდ დანიშნულ ჰორმონებს ქალი, ჩვეულებრივ, კარგად იტანს სედაციურ და ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან ერთად. აღნიშნული საშუალებები, წესისამებრ, საუკეთესოდ ავსებენ ერთმანეთს. ისიც საყურადღებოა, რომ გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად, დათრგუნულობის აღმოსაფხვრელად ხშირად მხოლოდ ჰორმონებიც საკმარისია. ფსიქოტროპული საშუალებებით მკურნალობის საკითხს ყოველთვის ექიმი წყვეტს, მათი თვითნებურად მიღება არ შეიძლება. კლიმაქსის პერიოდში ქალის ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობა უძილობას იწვევს ან აძლიერებს. ირღვევა ძილის ნორმალური რიტმი, ღრმა ძილის ფაზები შედარებით იშვიათია ან საერთოდ გამოვარდნილია ძილის მიმდინარეობიდან. ისიც აღსანიშნავია, რომ ღამღამობით ალები და მომატებული ოფლიანობა ისედაც არღვევს ძილის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, შრომისუნარიანობაზე, სასიცოცხლო ტონუსსა და განწყობაზე. სედაციური და საძილე საშუალებები კარგად მოქმედებს, მაგრამ დროებითია, ვინაიდან უძილობის მთავარ მიზეზს - ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობას - ვერ აღმოფხვრის, ამიტომ ძილის დარღვევის შემთხვევაში, ნაცვლად ამა თუ იმ მედიკამენტით თვითმკურნალობისა, უმჯობესია, ქალმა მიმართოს ექიმს და მის მიერ რეკომენდებული ესტროგენშემცველი პრეპარატები მიიღოს - ამ შემთხვევაში სედაციური საშუალებების გამოყენება აღარ დასჭირდება.
მკურნალი.გე დანაა სტატია.
|