მოდერატორს ვთხოვ თემა გადაიტანოს პოლიტიკაში იქ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ამ საკითხს.
კარგად თუ წაიკითხავ გაფრთხილებას, სწორედ შინაარსის გამო შლიან ვითომ მსგავსი მასალა უკვე წერია წიკიპედიაზეო და პახოდუ წესებს არღვევსო.
* * *
ვიკიპედიის სტატიაში ლაპარაკი იმაზეა რომ საქართველომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნო და კანონი მიიღო. აგრეთვე წერია რომ სხვა ქვეყნებმაც და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს და რეზოლუციები მიიღეს სადაც რუსეთის ყოფნას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ოკუპაცია ჰქვია და მითითებულია ლინკები სადაც შესაბამისი რეზოლუციებია.
რომელიღაცა ადმინმა სტატია წასაშლელად მონიშნა ვითომ უკვე არისო სტატია აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზეო თან არაობიექტურიაო, მაგრამ რაც ამ სტატიაში წერია, სხვაგან ვიკიპედიაში არ წერია. სავარაუდოდ რუსი იუზერები აქტიურობენ და წაშლას ითხოვენ რადგან რუსეთის ყოფნას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ოკუპაცია ჰქვია.
იაქტიურეთ ვინც უკვე დარეგისტრირებულები ხართ ვიკიპედიაში და დაწერეთ სტატიის განხილვის გვერდზე რომ სტატია უნიკალურია და არ უნდა წაიშალოს.

მერე იტყვით რატომ დავკარგეთ ტერიტორიები. იმიტომ დავკარგეთ რომ გვკიდია ყველაფერი ფეხებზე!