არადა მწყემსები ეგვიპტელებსაც ჰყავდათ და მესაქონლეობა მათ ქვეყანაშიც იყო.
იქნებ თავად ებრაელებმა მოიგონეს ეს, რომ ეგვიპტელებს სძულდათ მწყემსები? რათა თავი წარმოეჩინათ დევნილ ერად, რომელიც სძულთ, როგორც მათში გავრცელებულ საქმიანობაც. გავიხსენოთ, რომ ებრალეთა სიმპათიები ბიბლიაში იხრება ცხვრის მწყემსი აბელის და არა მიწათმოქმედი კაენის მიმართ. მათი მამამთავრებიც მწყემსები არიან, ასევე მოსეც, მეფე დავითიც. შესაბამისად, "მეცხვარე", "მწყემსი", რომელიც გამოხატავს ცხოვრების ერთგვარ წესსაც, ებრაელმა გაიხადა თვითიდენტიფიკაციის ერთ-ერთი ნიშნად. ხოლო თავის მტრებს მიაწერა ყოველი მეცხვარის სიძულვილი.