მედიცინაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანებს, ალბათ, მოგეხსენებათ, რაოდენ მძიმე სნეულებაა ე.წ. ტროფიული წყლული, ასევე ბევრისათვის ისიც ცნობილი იქნება, თუ რამდენად შეუპოვარი დაავადება ეს ოხერი და რამდენად ძნელად ემორჩილება მკურნალობას, ხშირად კი საერთოდაც არ ემორჩილება და ფაქტიურად ავადმყოფი სიცოცხლის ბოლომდე განწირულია გაუსაძლისი ტკივილებისა და სხვა სიცოცხლის ხარისხის დამთრგუნავი უხერხულობისათვის.
წელიწად-ნახევრის წინ ჩემს ბებიას მარცხენა ფეხის წვივზე პატარა, ორკაპიკიანის სიდიდის ჭრილობა, გაუჩნდა, სულ რამოდენიმე დღეში მოხუცებულს უძლიერესი ტკივილები დაეწყო და სისხლძარღვთა ქირურგებს მივაკითხეთ, გამოკვლევებმა არანაირი სერიოზული დარღვევები არ აჩვენა არც არტერიების და არც ვენების მხრივ, ამიტომ სეფსისის ცენტრში ჩირქოვან ქირურგებთან გადაგვამისამართეს...
შემდგომ კი ჩირქოვანმა ქირურგმა და ანგიოლოგმა ერთობლივად დაგეგმეს მკურნალობის სტრატეგია... შედეგი ის იყო, რომ 2 თვის თავზე, წყლული უკვე სერიოზულად იყო ზომაში მომატებული, ისევე როგორც ტკივილების ინტენსივობა.
მოკლედ, ბევრს არ შეგაწყენთ თავს და გეტყვით, რომ მიუხედავად ექიმთა მრავალი მცდელობისა (ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა, სპეციალური აპარატების და ბოროკამერების გამოყენება, სხვადასხვა ინექციები, გადასხმები, ტაბლეტები, მალამოები ოპერაციული ჩარევა და ა.შ.) ერთი წლის თავზე შედეგი ის იყო, რომ წყლულს უკვე გიგანტური ზომები ჰქონდა - ფაქტიურად წვივის 50%, მყესები ზევით იყო ამოყრილი და ერთ ადგილზე ძვალიც კი სჩანდა თან ლიმფაც უზომო რაოდენობით მოედინებოდა ყველა მხრიდან, აღარაფერს ვიძახი ტკივილებზე, რომელთა გაყუჩებაც უკვე შეუძლებელი იყო....
ჩვენში ყველაზე ცნობილმა ექიმებმა ერთხმად დაასკვნეს, რომ ამპუტაციის იქეთ გზა არ იყო !
ამპუტაცია ყოველთვის უბედურებაა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა არის ის 89 წლის მოხუცისათვის - ფაქტიურად სიკვდილი !
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო და ინეტში დავიწყე ძრომიალი რაიმ საშველის საძებნად და აი, ერთ-ერთ რუსულ საექიმო ფორუმზე ასეთ პოსტს გადავაწყდი, ერთი მოსკოველი ექიმი წერდა, რომ მათ კლინიკაში ტროფიული წყლულების მკურნალობისას შესანიშნავი შედეგები მიიღეს წამალ "პრონტოსანის" გამოყენებით და პროვინციელ კოლეგებს მოუწოდებდა მათაც ეცადათ ამ მეთოდის დანერგვა.
ამის მერე თავად ამ წამალზე მოვიპოვე ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ეს არის ანტისეფტიკური და სხვა თვისებების მქონე სითხე და გელი, რომლებიც წყლულიდან ნადებს ხსნიან და ჯანმრთელ უჯრედების ზრდას ასტიმულირებენ, მწარმოებელი ქვეყანა შვეიცარია, ფარმაცევტული კომპანია-"ბრაუნი".
თბილისში არა თუ არსად არ იყიდება ეს პრეპარატი, არამედ არც ერთმა ექიმმა და არცერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა...
ამიტომ ავდექი და "ე-ბაიდან" გამოვიწერე - თავიდან 2 ფლაკონი სითხე და 2 გელი, მთლიანი დანახარჯი სადღაც 120 თუ 130 ლარამდე იყო თავის ტრანპორტირებიან, ბინაზე მიტანით, ამის შემდგომ კიდევ 5 ფლაკონი ლუკსემბურგიდან გამომიგზავნეს საჩუქრად ...
პრონტოსანის სითხით რამოდენიმე დღიანი დამუშავების შედეგად, ნათელი გახდა, რომ ჭრილობაზე ნადები სულ ოდნავ შემცირდა, თუმცა მდგომარეობა მაინც მძიმე იყო და აქ არ ვიცი, რა მეტაკა და ჩემით მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომ პრონტოსანთან ერტად კამელინის მალამო გამომეყენებინა....
როგორც ინსტრუქციაში ეწერა პრონტოსანს, ისე ვუმუშავებდი ფეხს, შემდგონ 15 წუთით პრონტოსანიანი დოლბანდის აპლიკაციას ვადებდი ფეხზე, მერე კი ჩვენებური "კამელინის" მალამოს ვუსვამდი და ერთი დღით ვუხვევდი ჭრილობას, მომავალ დამუშავებამდე !
სასწაულმა ჩემს თავლწინ დაიწყო მოხდენა, სულ რამოდენიმე დღეში მთელი წყლული ჯანსაღი გრანულაციებით დაიფარა, ტკივილები უკვალოდ გაქრა, სადღაც 25-30 დღის შემდგომ აღაცერთი მყესი აღარ ჩანდა, ჭრილობა აბსოლუტურად გაჯანსაღდა და ნელ-ნელა ახალმა კანმაც დაიწყო წამოსვლა...
ექიმები გაოგნებული იყვნენ და აღნიშნეს, რომ აქ დაავადება უკვე მორჩენილია და შეგვიძლია კანის გადანერგვაც გავაკეთოთ, მაგრამ ამაზე ბებიაჩემმა კატეგორიული უარი განაცხადა, თვქენ აქ მეტი ხელს აღარ მოგაკიდებინებთ სულ ოქროს ფეხი გამოგებმებაო, რო შემპირდეთო

... ამიტომ წყლულის მთლიანად კანით დაფარვას გარკვეული დრო დასჭირდა სადღაც კიდევ 2 თვე და მეტი.... მთელი ამ ხნის მანძილზე ყოველდღიურად ვამუშავებდი ჭრილობას პრონტოსანით და კამელინს ვუსვამდი...
დღეს კი ბებიაჩემი კვლავ ენერგიული, სიცოცხლით აღსავსე, აქტიური ადამიანია და მიუხედავად ასაკისა (ერთი კვირის წინათ მისი 90-ე დაბადების დღე ვიზეიმეთ) თავს შესანიშნავად გრძნობს... ერთს წუხს მხოლოდ - ფეხზე შრამი არე დამრჩეს რამე, ზაფხულში უჩულქოდ რო გავიაროო !:D
რატომ გამოვაცხვე ეს ამხელა პოსტი, ეხლა მაგასაც მოგახსენებთ - რაც მე ამ წელიწადნახევარში ამ დაავადებისაგან დატანჯული ადამიანები ვნახე - მტერს და ავს, ფაქტიურად დათრგუნული ვიყავი კაცი, ბებიაჩემის ამ ტანჯვის ყურებით და კიდევ ათეულობით ამ დაავადების მქონე ადამიანებიც ცქერით, რომელთაგან ზოგიერთს 20 წელი და მეტიც კი აწუხებდა ეს მრისხანე დაავადება...
მე არაფერს არ ვამტკიცებ, არ ვიძახი, რომ ჩემს მიერ შერჩეული კომბინაცია - პრონტოსანს+კამელინი - პანაცეაა-თქო, მით უფრო რომ წყლულს მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს და იმ ძირითადი მიზეზის მკურნალობის გარეშე ადგილობრივი თერაპია რამდენად ეფექტური იქნება სხვადასხვა შემთხვევაში ანაღდად არ ვიცი, მე უბრალოდ მინდა, რომ ხალხმა ამის შესახებ იცოდეს, ეგებადა, ვინმეს კიდევ წაადგეს ეს მეთოდი და ამ საშინელი ავადმყოფობისგან გათავისუფლდნენ.
ჯერ-ჯერობით ვისაც ვურჩიე ყველას კარგი შედეგები აქვს, წყლული ჯანსაღი გრანულაციებით იფარება.... ექიმებსაც ველაპარაკე და სერიოზულად დაინტერესდნენ, უბრალოდ პრეობლემა ისაა, რომ "პრონტოსანი" არსად იყიდება საქართველოში.
მინდა, რომ ადამიანებს რამეში დაეხმაროს ეს ჩემი გამოცდილება თორე არც კამელინის მწარმოებელი ვარ და მით უფრო არც ფარმაცევტული გიგანტი "ბრაუნის" მოწილე"
არც პრონტოსანი და არც კამელინი რაღაც მჩხიბავურ-ექიმბაშური წამლები არ არიან და რავი აბა, რატომ უნდა აწყინოს ვინმეს, მაგრამ მაინც ექიმზე დაკითხვა სჯობს და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა თუ ვინმე გადაწყვეტს....
ესეც პრონტოსანი:
https://www.facebook.com/Prontosan