– მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია – მარიხუანა გამოეყოს მძიმე ნარკოტიკებს.
– განისაზღვროს ლიმიტი რომლის ფარგლებში მოქალაქეებს არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა მარიხუანას ქონისთვის (მაგ. 1 გრამი)
– აიკრძალოს მარიხუანას გაყიდვა, მაგრამ ნებადართული იყოს სახლის პირობებში საკუთარი მოხმარებისთვის 1-2 ძირი კანაფის გაზრდა.
– ნარკოტესტებიდან ამოღებულ იქნას THC-ის დეტექტორი.
– აიკრძალოს მოწევა 21 წლის ასაკამდე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
მოვითხოვთ მარიხუანას ლეგალიზაციას !
https://www.facebook.com/legalize.ge?fref=ts მარიხუანას დეკრიმინალიზაციის პეტიცია
https://www.facebook.com/notes/%E1%83%9B%E1...498068140235850აქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტს
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი საქართველოს მოქალაქეები, გთხოვთ განიხილოთ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის საკითხი, რომლითაც მოხდება ნარკოტიკების კატეგორიზაცია – მარიხუანა გამოეყოფა იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა და მოხდება მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია.
ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია.
- - - -
არასამთავრობო ორგანიზაცია "კანაბიელი NGO For Cannabians"
https://www.facebook.com/pages/%E1%83%99%E1...3410838?fref=tsააიპ „კანაბიელი“ არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზნებია:
ინფორმაციის მოძიება და გავრცელება კანაფის მოხმარების და შესაძლო შედეგების შესახებ. იმის გამო, რომ საქართველოში „კანაფის“ გამოყენება სამედიცინო სფეროშიც აკრძალულია, არ ჩატარებულა არც ერთი მეცნიერული კვლევა, რომელიც მყარ მეცნიერულ არგუმენტებზე დაფუძნებით დაადგენდა კანაფის სასარგებლო და უარყოფით თვისებებს. საქართველოში კანაფის აკრძალვა ძირითადად დაფუძნებულია მოსახლეობის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე, რაც არ ემყარება არანაირ მეცნიერულ არგუმენტაციას. ჩვენი მიზანია მოვიძიოთ ინფორმაცია იმ კვლევების შესახებ, რომლებიც მრავლად ტარდებოდა სხვადასხვა დროს იმ ქვეყნებში, სადაც კანაფის გამოყენება სამედიცინო სფეროში დაშვებულია და საზოგადოების ინფორმირება, როგორც კანაფის დადებით ისე უარყოფით მხარეებზე.
კანაფის მოხმარებისთვის ბრალდებულ პირთა ადვოკატირება და რეაბილიტაცია. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კანაფის მოხმარებისათვის, მათ შორის ჯარიმას ხუთასი ლარის ოდენობით. ხშირ შემთხვევაში კანაფის მოხმარებისთვის ბრალდებულ პირებს არ აქვთ საშუალება აიყვანონ ადვოკატი, რის გამოც დიდია საპატიმრო სანქციების გამოყენების შემთხვევები. ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ ასეთი ადამიანების სამართლებრივი დახმარება, რათა შევამციროთ კანაფის მოხმარებისთვის დაპატიმრებულთა რიცხვი. ამავდროულად ჩვენი ამოცანაა ყოველი ასეთი შემთხვევა იქნეს შესწავლილი და დავეხმაროთ ამ ადამიანებს რეაბილიტაციაში.
საკანონმდებლო და სამეცნიერო ინიციატივების შემუშავება სფეროს უკეთ დარეგულირების მიზნით. ჩვენი აზრით კანაფის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, არალოგიკურად დიდი სასჯელია და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს დეკრიმინალიზაცია. მეორეს მხრივ კი იმ უამრავი სამეცნიერო კვლევის გათვალისწინებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ტარდებოდა, არალოგიკურია სამედიცინო სფეროში მისი გამოყენების აკრძალვა. ჩვენი მიზანია ამ კვლევების გათვალისწინებით კონკრეტული წინადადებების შემუშავება, რაც პირველ ეტაპზე ქართველ მედიკოსებს საშუალებას მისცემს თავად ჩაატარონ კვლევები და გამოიყენონ ამ მცენარის დადებითი თვისებები, ხოლო საბოლოოდ მათი დასკვნების საფუძველზე მოხდეს კანონმდებლობაში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია.
ამავდროულად ორგანიზაცია „კანაბისი“ მიიჩნევს რომ ნარკომანია, თუნდაც მისი ყველაზე მსუბუქი ფორმით, იქნება ეს ალკოჰოლიზმი, თამბაქო თუ კანაფი, ადამიანისთვის მავნებელია და ემხრობა ცხოვრების ჯანსაღ წესს, თუმცა მიგვაჩნია, რომ უნდა დადგინდეს არის თუ არა საზოგადოებისთვის კანაფის მოხმარება ისეთივე საფრთხეების შემცველი, როგორც ეს ხდება ოპიუმის, ჰეროინის, კოკაინის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მისი გამოყენება გონივრულია გარკვეულ დაავადებებთან მიმართებაში და არ აქვს ისეთივე დამანგრეველი ზემოქმედების ხარისხი, როგორც სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს, მოხდეს მისი კლასიფიცირება და მისი მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება.
- - - -
Upss.. გამოკითხვა გამომრჩა

( Vol:4
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია )
Closed
This post has been edited by HELPme_ on 31 Mar 2014, 04:05