რა პროდუქტები გჭირდება, ნახავ იამატოს საიტზე: 
http://yamato.ge/მარჯვენა მხარეს წითელ ჩარჩოში "შეარჩიე პროდუქტი", და მიეცი მანქანის მონაცემები.
პრინციპში უკვე გავაკეთე და ეს ამოაგდო: 

Honda / CR-V/ 2002 / 2 / 4WD A/T
სახეობა	მოცულობა	დასახელება
ძრავის ზეთი	4.2 ლიტრი	Honda ULTRA LEO SM 0W-20
გადაცემათა კოლოფის ზეთი	7.2 ლიტრი	HONDA ATF-Z1
უკანა ხიდის ზეთი	1 ლიტრი	HONDA DPSF‐Ⅱ
საჭის მექანიზმის სითხე	1 ლიტრი	Honda ULTRA H-PSF
სამუხრუჭე სისტემის სითხე	1 ლიტრი	HONDA BF DOT-4
აქ არის ნიუანსები: 
1. სავარაუდოდ ჩამოსულ მანქანაში მართლა 0W-20 ზეთი იქნება, მაგრამ სუფთა სინდისით შეგიძლია ჩაასხა 5W-20 ან 5W-30-ც! აი უფრო სქელი ზეთი კი (5W-40, 10W-40 და ა.შ) არავითან შემთხვევაში.
2. არავის დაუჯერო,, თუ ავტომატში ზეთის სრული შეცვლა შემოგთავაზეს, მით უმეტეს - ფილტრთან ერთად. თუ რაიმე კატასტროფა არ მოხდა, ზეთი ამ მანქანაში უნდა შეცვალო მხოლოდ ნაწილობრივ: რამდენიც ჩამოიქცევა ქვედა ნახვრეტიდან, ზუსტად იმდენი უნდა ჩაასხა ახალი ზეთი! ჩაასხი ჰონდას ორიგინალი, ან ზუსტი შემცვლელი. არ ჩაასხა უბრალო ატფ 3.
3. ჩამოსვლის შემდეგ აუცილებლად შეცვალე  სითხე უკანა რედუქტორში - ზუსტად ერთი ლიტრი ჰონდას ორიგინალი, ან ზუსტი შემცვლელი.
4. ჰიდრავლიკაში მიდის ჰონდას ორიგინალი სითხე და მისი შეცვლა დაჯდება დაახლ. 25 ლ + 10 ლარი ხელობა.
5. სამუხრუჭე სითხე მიდის ნებისმიერი დოტ4.  
 
        
God made whiskey so the Irish won’t rule the world.
Infinitus est numerus stultorum.
“Once a year go some place you've never been before.” Dalai Lama