
QR Code - ეს არის სიმბოლოების ნაკრები, რომელიც გამოიგონა იაპონურმა კომპანია Denso-Wave მა, 1994 წელს.
QR იშიფრება როგორც Quick Response - ანუ "სწრაფი რეაგირება", ამ დროისთვის იაპონიაში ის ყველაზე პოპულარული 2 განზომილებიანი კოდია.
ალბათ გაინტერესებთ, როგორ მოქმედებს? ეს კოდები დატანებულია ყველგან, ჟურნალებზე, მანქანის დეტალებზე, ცნობილი ხალხის საფლავებზე, ბიზნეს (სავიზიტო) ბარათებზე და ა.შ.
დააყენებთ სპეციალურ პროგრამას მობილურ ტელეფონში, მერე ტელეფონის კამერით დაასკანერებთ კოდს და თუ კოდი შეიცავს URL ს, ტელეფონის ბრაუზერი ავტომატურად გადადის ამ ლინკზე.
რათქმაუნდა URL ის გარდა სხვა მონაცემებსაც შეიძლება შეიცავდეს ეს კოდი.
QR Code ის მაქსიმალური მოცულობა:
მხოლოდ ციფრები - მაქს. 7,089 სიმბოლო
ასოები და ციფრები - მაქს. 4,296 სიმბოლო
ბინარული (8 ბიტი) - მაქს 2,953 ბაიტი
რათქმაუნდა შეგიძლიათ თავად დააგენერიროთ ეს კოდი:
http://qrcode.kaywa.com/ესეც რიდერი
http://reader.kaywa.com/