#39041604 · 11 Dec 2013, 14:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
aca baca banci bunca
QUOTE | მოიცა კაცო პასატი გაყიდე სააბი იყიდე და გეჩხუბნენ? |
როგორ გინდა ახსნა რომ 15 წლის ფარჩამტვრეული და ჭერჩამოძენძილი სააბი ცინცხალ პასატს რაღაცით ჯობია?  წინასწარ ვამზადე პასუხის ვარიანტები, მარა ბოლოს მოკლედ მოვჭერი: მანქანა ჩემია. მინდა გავყიდი, მინდა თხაში გავცვლი! ქალები მაინც ენას არ აჩერებენ. " აი, მაქსი(ჩემი თანაკლასელი) დადის ტაიოტით და შენსავით ჯართებს არ ყიდულობს"... QUOTE | ტურბო ძრავი აქვს გეცოდინება 1.8 მოცულობის. |
ვიცი. მაგას რა მაყიდინებდა! ძროხა მატორია, მითუმეტეს დაბალ აბაროტებზე. პლიუს დროსელის გაჭიმული ხოდი. სვეტაფორიდან ყველა გასწრებს. გოლფებისთვის არა უშავს, მარა პასატისთვის  B6 -ზე აღარც აყენებდნენ. ჩემი AXZ იყო 3.2 ლ. QUOTE | აი სააბი ეგ ძველი მოდელი არ მაქვს ნანახი |
 ჩემი ზუსტად ასე გამოიყურება. დისკები მაქვს სხვანაირი და მატორი SAAB aero. სხვა დანარჩენი ორიგინალია. რა თქმა უნდა 1988 წლამდე მოდელი უფრო პათოსურია, მარა ნორმალულ მდგომარეობაში ძალიან ძნელი საშოვია. QUOTE | პაჩევნიკში მოქცეული არ მინახავს ჯერჯერობით. |
K-750 რო დაშლი ნახავ. QUOTE | პროსტა ეგ გადაკეთება და გადმოკეთება სერიოზულ ხარჯებზეა დამოკიდებული. |
არა. ძალიან სერიოზული გადაკეთება გადმოკეთება არც ღირს. მაშინ ეგ უკვე რესტავრაცია კი არა "პრაკაჩკა" გამოდის. უბრალოდ კონსტრუქციული ნაკლოვანებების ლიკვიდაცია ზოგჯერ მოითხოვს სერიოზულ ჩარევას, მარა მე ამ საქმეში მინიმუმის მომხრე ვარ. თორემ ეგრე ვყიდდი კაი ჩოპერის მატორს და ჩავაგდებდი.
QUOTE | რამე კაი ზაგატოვკას ვიყიდი და იმას ჩავპრესავ. |
ოხ, ძნელი საქმეა. დაჟე სპეცდანადგარით. დიდ სიზუსტეს მოითხოვს.
QUOTE | ხო და გააკეთე მონო სფრისკი. ეგ ყველაზე მარტივია. |
რავი, რატომაც არა. მე არ მინახია მონო ვპრისკზე, აი ერთ ცალ სტრომბერგზე გადაკეთებული მინახია. მაგარი გამოდის.
QUOTE | ისე გრძელი ტალკატელი რატო უშლის სინქრონიზაციას ხელს? არასწორად აქვთ ვალი გაჩარხული? მარა გრძელი ტალკატელი იქნება თუ მოკლე რა მნიშვნელობა აქვს? |
სწორად ვერ გითხარი. თვითონ ტალკატელი კი არა, არამედ ნალკატელის შტანგა. და რა თქმა უნდა, სიგრძეს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს(  ) მე კონსტრუქციის თავისებურებაზე მინდოდა მინიშნება. გრძელ შტანგიან კონსტრუქციებში აირგამანაწილებელ მექანიზმში K-750-ისგან განსხვავებით ჩნდება კიდევ ორი დამატებითი ელემენტი, თვითონ შტანგა და коромысло, ქართულად არ ვიცი რა ჰქვია. (ჩაქუჩს რო ჰქავს და უშუალოდ კლაპანს აღებს.) ანუ გამოდის რომ რასპრედვალიდან კლაპანამდე შუალედში გვაქვს უკვე ოთხი ზაზორი, ორის მაგივრად. აქედან ბოლო ზაზორი(კლაპანსა და ჩაქუჩს შორის) დარეგულირებას მოითხოვს. რასაც მნიშვნელოვნად ართულებს წინა, ორი ზედმეტი ზაზორის არსებობა და პლიუს ის, რომ შტანგას "ნაპრავლიაუშჩი" ვტულკა არა აქვს!!! პროსტა ბევრად ურო დიდი დიამეტრის ტრუბაშია გამოკიდებული(ისე ერთ მხრივ ეს პლიუსია) და "ჩაქუჩის" ფოსოს მეტი არაფერი იჭერს. ამიტომ რამდენჯერ ვალს გადაატრიალებ, იმდენჯერ ზედა "მკვდარ წერტილზე" კლაპნის ზაზორის ზომა იცვლება. მოკლედ, ზუსტი დარეგულირება შეუძლებელია. აქედან გალოვკების არასწორი მუშაობა და დამატებითი სიმხურვალე. შედარებისთვის K-750-ში ეგ შტანგა და ჩაქუჩი საერთოდ არ არსებობს. ზაზორი უშუალოდ ტალკატელსა და კლაპანს შორის რეგულირდება. ატყობ განსხვავებას? რეგულირდება ბევრად უფრო დიდი სიზუსტით ვიდრე MT - ზე და შედარებით ადვილადაც. პრინციპში, როდის არ ცხელდება მატორი ზედმეტად? როცა ორივე კარბურატორი სინქრონულად მუშაობს, კლაპნები და ზაჟიგანია ზუსტადაა დარეგულირებული. მორჩა! იქ მეტი მიზეზი არ არსებობს. (ნუ, ახლა გაცვეთილ კოლცოებზე, ცუდ ზეთზე, კარტერში კონდენსატებზე, და ბენზინის ხარისხზე თუ არაა საუბარი). ეს პირობები ძნელი მისაღწევია ორივე მატორზე, მარა MT-ზე განსაკუთრებით. ჰო, კიდევ ზაჟიგანიაზე. MT-ზე, როგორც ასეთი, ბაბინა საერთოდ არ აყენია. ბაბინის მაგივრად ძალიან კაპრიზული კატუშკა და ნახევრადავტომატური რეგულატორი ორ სხვადასხვა განივი კვეთისა და სიხისტის პრუჟინაზე. დროთა განმავლობაში პრუჟინების ტარიროვკა ირღვევა(სიხისტე იცვლება). როგორც წესი, ცოტა იწელებიან. მარა ეს, "ცოტა" საკმარისია იმისთვის, რომ აირგანაწილების კუთხე შეცვალოს. ანუ "პოზდნი" მისცეს. К-750-ზე ეს კუთხე ხელით რეგულირდება პატარა რეგულატორით რულზე. ასე რომ ეძებე K-750 პ.ს. მაგარი ჰობია რესტავრაცია. თუ გაქვს საშუალება, არ დააგდო. This post has been edited by Георгий Орлов on 11 Dec 2013, 14:52
--------------------
აბა, კუნტრუშაანთ ქალო, ეხლა ნერვები არ მამიშალო!
Неумелое обращение с женщиной нередко приводит к браку!
|