#39320782 · 5 Jan 2014, 17:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1. ინფანტილიზმი.
ეს თვისება რომ მართლაც მოჭარბებულად აქვს ქართველს კარგად ჩანს ქართულ ხელოვნებაშიც, განსაკუთრებით კინოსა და ლიტერატურაში. ეს თვისება აფერხებს რიგორც ინდივიდუალის, ისე ზოგადად საზოგადოების განვითარებას.
2. ნეგატივიზმი
ეს ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი. (რაც არ უნდა სტერეოტიპულად ჟღერდეს). ქართველები და რუსები უპირობი ლიდერები არიან.
3. სიზარმაცე.
ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია! ამ მოარული ფრაზის დამკვიდრება ხაზს უსვავს ამ თვისების მოჭარბებულად არსებობას. ალბათ ამ თვისებას უნდა მივაწეროთ 10-12 საათიანი, უზომო ჭამა-სმის რიტუალიც.
4. ამპარტავნობა
ის მითი, რომ ქართველი ყველასაგან გამორჩეულია ამის დადასტურებაა.
5. არატოლერანტულობა
ხშირად ვისმენთ ის თათარია, სომეხია, იაღოველია, სექტანტია და ა.შ. ადამიანის შეფასება მისი ნაციონალობის, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილების მიხედვით მიღებული ფორმაა ქართულ საზოგადოებაში.
6. ამპარტავნობა, ბაქიბუქობა.
ქართველებს რომ ძალიან უყვართ ტრაბახი ეს ყველასათვის კარგადა ცნობილი.
7. ცრუმორწმუნეობა.
მამა გაბრიელის საფლავიდან გადმოსული ზეთი რომ უამრავ დაავადებას კურნავს ამის ნათელი დადასტურებაა.
8. თანამდებობის სიყვარული.
ეს უფრო საბჭოთა გადმონაშთია, რომელიც ინერციით აგრძელებს არსებობას.
9. სიფიცხე.
ძალიან ბევრი დავკარგეთ (ვკარგავთ) როგორც ინდივიდუალურად, ისე მთლიანად სახელმწიფომ.
10. გაუტანლობა
90-იანი წლებიდან ეს უფრი გაძლიერდა და იდეოლოოგიის სახე მიიღო.
This post has been edited by NAOKI on 5 Jan 2014, 17:51
--------------------
ორი კაციც და.. გავდივართ!
everyone gangsta til pasta storms in with vegetables.
|