ისტორიის შავი ლაქა: რა მოხდა 13 მაისის არჩევნებზე? ხთფუი თქვენ კამანდას, თქვენს სამართალსა
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...rchevnebze.htmlდიდი შავი ლაქა
რამ (თუ - ვინ?) აიძულა ნემსაძე, გადამდგარიყო? სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტის" საკონფერენციო დარბაზში მყოფმა ბევრმა ადამიანმა მერეღა გაიხსენა, ყრილობაზე აღმასკომის წევრის სტატუსით მყოფმა გოკა გაბაშვილმა ახალკაცის დამარცხება "უცნობ პირს" რომ შეატყობინა - "წავაგეთ!"
ამტკიცებენ, რომ "ქორთიარდიდან" ნემსაძე ვაკეში მდებარე "ფალავანთა კლუბში" წაიყვანეს და გარეთ არ უშვებდნენ, სანამ გადადგომაზე განცხადებას არ გააკეთებდა. დროის გაყვანის მცდელობამ არ გაამართლა - ნემსაძე ზეწოლითა და მუქარით იძულებული გახდა, 14 მაისის დილას ფეხბურთის ფედერაციაში მისულიყო და პოსტიდან გადადგომა წერილობითაც დაედასტურებინა - მხოლოდ სიტყვიერ განცხადებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა...
მას შემდეგ ზუსტად 8 წელია გასული. იმ მოვლენათა ცალკეული პერიპეტიები დღემდე გასაიდუმლოებული იყო, რადგან საზოგადოებაში არსებული არაერთი კითხვის მიუხედავად, არჩევნების მთავარი მოქმედი გმირები დუმდნენ.
მაგრამ მერე და მერე ბევრი რამ გახდა ცნობილი: ნემსაძემ დაადასტურა, რომ "ქორთიარდ მერიოტში" სააკაშვილმა დაურეკა და გადადგომა სთხოვა, მაგრამ ეს რომ ბრძანება იყო, ძნელი ასახსნელი არ არის.
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...