საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო განათავსა, რომელიც ნიუ იორკში კრის ბოტის საახალწლო საღამოზეა გადაღებული.
ცნობილი მუსიკოსი და გრემის მფლობელი მესაყვირე 2004 წელს იხსენებს, როცა საქართველოში კონცერტის გასამართად იმყოფებოდა. კრის ბოტმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა, რომელმაც მეორედ მიიწვია საქართველოში. მუსიკოსის თქმით, მისთვის და სტინგისთვის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი იყო კონცერტი, რომელიც ბათუმში, პიაცაზე გაიმართა. კრის ბოტმა ქართული სამზარეულოს და ქვეყნის ბუნების განსაკუთრებულობაზე ისაუბრა.
http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=4829