საღოლ გრიგორიჩ,
ეს უკვე სულ სხვა დონე, და გაქანება იყო.
აშკარად "პოლიტიკის ეტიკეტი" არ იყო ამ კაცის საქმე, და ახლა გაშლის ფრთებს,
ამოალაგებს მარიონეტების მთელ ეშელეონებს და ითამაშებს/გვათამაშებს სახლობანას.
უმთავრესი მესიჯი, იყო ალბათ "პოზიციების გამიჯვნა" და კბილის მოსინჯვა, საქართველოს პოლიტიკო.სოციალურ სივრცეში ერთადერთ, დამოუკიდებელ ინსტიტუტზე და მის ლიდერზე.
და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს განცხადება იყო მოზომილი,
ანუ დიპლომატიური. აბსოლუტურად მართებულად და ლეგიტიმურად აღნიშნა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში.
მაგრამ მთავარი კი ის იყო, რომ პირდაპირ, დაუფარავად მიუთითა ეკლესიას (და განსაკუთრებით, რამდენიმე თავგასულ და დებოშირ მეუფეს/მიტროპოლიტს.) თავისი ადგილი.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიძინ მოკლეს რაიმე განსაკუთრებული, და ჰუმანისტური იდეალები ამოძრავებს, უფრო მეტად, ის შეშფოთებულია ეკლესიის გავლენით საზოგადოებაში და იმ რისკებით, რომელიც ამ სთენდინგიდან გამომდინარეობს.
და აგრეთვე ის ალიყური, რომელიც 17 მაისს, როგორც პრემიერ მინისტრს და ადამიანს, რომელმაც "ელგებედე" აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობა დადო ღია ეთერში, ააწნეს ბოზურად, ასევე არ აძლევს მოსვენებას, როგორც პახანს და როგორც ნათლიმამას. ნათლიმამებზე გაწნული ალიყური, არავის არ უნდა შერჩეს.
გარდა ამისა, რომ გადამწყვეტი რეიდერული ზახვატი განახორციელოს ეკლესიის ავტორიტეტზე ბევრი რამე უწყობს ხელს:
გრიგორიჩის და ილიას კლიენტელი და ელექტორატი ერთია, იმიტომ რომ ივანიშვილი გაცდა კომუნისტური ნომენკლატურის მიერ დადგენილი გენსეკ-ლიდერის (მჟავანაძე, პატიაშვილი და განსაკუთრებით ედუარდ გიორგი შევარდნაძე) როლს და შეიჭრა ერთგვარი ქარიზმატულ-საკრალური ლიდერის ნიშაში (რომელიც, ასევე "ოკუპირებული" ჰქონდათ ისეთ ტიპის ლიდერებს როგორც გამსახურდია და სააკაშვილი იყვნენ).
ანუ, გრიგორიჩი დაეყრდნო რა დედაქალქის "ძირძველ-წიითელ" პარტოკრატია-ნომენკლატურა ელიტას (რომელიც მანამდე იყო შევარდნაძის დასაყრდენი), და ამავდროულად შეიჭრა "საკრალური" ლიდერის არეალში, რომელშიც ასე მოხერხებულად იჯდა ილო.
მოკლედ, ამ კაცმა სრულიად მოარყია საქართველოს მმართველი ელიტებში არსებული (ლამის 1952 წლიდან ჩამოყალიბებული) ძალთა ბალანსი, როლები, ეკლესიის, სპეცსამსახურების და სამეცნიერო-პარტიული ელიტების ინსტიტუციონალური ჩარჩოები
და დგას ახლა შუაში,
და აფახულებს თვალებს,
"სამოქალაქო სექტორიდან გითვლით მოკითხვას" როგორც ცნობილი სიმღერიდანაა

ოღონდ ერთი რამე ცხადია და ერთმნიშვნელოვანი,
დღეს, 2014 წლის 4 თებერვალს დაიბადა საქართველოს "paramount leader"-ი, ქართული პოლიტიკის და საზოგადოებრივი ცხოვრების არაფორმალური ღმერთი, შეუზღუდავი შესაძლებლობებით და 0 პასუხისმგებლობით.
ერთგვარი ქართველი დენ სიაოპინი (Дэн Сяопин)
და მხოლოდ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ "გაგვიმართლებს"

და მართლა სასწაული თუ გადაარჩენს, ამ მთელი არსებობის განმავლობაში, სასწაულის და მხსნელის მომლოდინე ერს

ღმერთს ებარებოდეთ
მარაად თქვენი
This post has been edited by Codex on 5 Feb 2014, 03:41