თურქეთში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 31 დეკემბერს კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ათი მამაკაცი მწვავე ინტოქსიკაციის დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოთხი მათგანი შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ერთი მამაკაცის გარდაცვალების შესახებ კი ცნობილი დღეს გახდა.
ქალაქ გემზედან გარდაცვლილებს სავარაუდოდ დღეს გადმოასვენებენ.
http://newposts.ge/?l=G&id=27564-%E1%83%99...%83%9A%E1%83%90