ლევან გაჩეჩილაძის, ზურაბ ჟვანიას და ნიკა ივანიშვილის ვაჟებმა რესტორანში იჩხუბეს. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ინციდენტი 2 დღის წინ, ჭავჭავაზის გამზირზე, ბარ-რესტორან „პროსპექტში“ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რატი ივანიშვილმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. მას სამედიცინო დახმარება გაეწია და ამჟამად სახლში იმყოფება.
რესტორნის ადმინისტრაციაში ადასტურებენ ჩხუბის ფაქტს, თუმცა მათი ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეებს არ გამოუყენებიათ ცივი აიარაღი. რესტორნის მენეჯერის თქმითვე, მათთვი უცნობია ჩხუბში მონაწილე პირების ვინაობა და მიზეზები.
ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
http://news.ge/ge/news/story/75477-gachech...anshi-ichkhubes