#39328962 · 6 Jan 2014, 10:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
...დიდი პატივისცემით მოვიხსენიებ forum.ge - ს პოლიტგანყის იუზერთა თავისუფალ აზრს, მაგრამ ამ მრავალფეროვნებაში არ შემიძლია არ გამოვყო რაღაც "გაუგებარი" და "იდიოტური" ღვარძლით მოტივირებული პუბლიკა, რომელიც აფიშირებულად ერთიდაიგივე ანტირელიგიურ ჩამოკვრებს ასრულებს ამ განყოფილებაში!
...ჯერ ეს ერთი, მამა გაბრიელის თუ დედა პარასკევას პერსონაჟთა და მათი მოღვაწეობის განსახილველად არსებობს "რელიგიის განყოფილება", სადაც შეგიძლიათ ერთ ქვაბში განიკითხოთ ყველა ბერნი და მონაზონი, თუ ეს თქვენს ათეისტურ ამბიციებს რაიმე შვებას მოჰგვრის! ...მეორეც, თუ მაინცადამაინც აკრიტიკებთ, "ცუდას "თუ უცნაურს, განა რა გამოლევს ერში თუ ბერში?!...და ესეც რომ არა, ალბათ მოგეხენებათ, რომ მორწმუნეს მთავარი არგუმენტია ის რომ მას ასე სწამს და მორჩა! თუნდაც 100 ასეთი გამოცხადება ექნება დღეში:
QUOTE | მოხდა სასწაული და ამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენთან. 31 დეკემბერს ვთხოვე მამა გაბრიელს საფლავზე, რომ შეგვწეოდა და დაგვხმარებოდა" - აცხადებს დედა პარასკევა. მან ისიც აღნიშნა, რომ მამა გაბრიელი ყოველთვის ახდენს სასწაულებს და ეს კონკრეტულ დღეზე დამოკიდებული არ არის. მეორე დღეა, რაც სამთავროს დედათა მონასტერში ხალხის ნაკადი არ წყდება. იქ მისულთა თქმით, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება, ხილვა - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან, ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება. |
ძირითადი ლაიტმოტივი - უაა, ხედავთ ხალხო როგგორ გაბრიყვებთ დედა პარასკევა...ის რომ არა, აქამდე ევროკავშირში და ნატოში ვიქნებოდით!
UMTS
QUOTE | კიდე ერთი თემა და პრემიაზე გახვალთ |
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|