წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი იმ მანქანის მძღოლის დაკავებას ითხოვენ, რომელიც ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში პირველ იანვარს მოხდა. "ოპელის" მარკის ავტომანქანა ML-ის "ჯიპს" შეეჯახა, ხოლო შემდეგ - იქვე მდგარ სამ ადამიანს.
გარდაცვლილია 27 წლის ქალბატონი, მისი 4 წლის შვილი და 18 წლის ბიჭი. დაკავებულია ML-ის მეპატრონე. ხოლო გადაცვილთა ოჯახის წევრები "ოპელის" მძღოლის, გიორგი მებონიას დაკავებასაც ითხოვენ.
ML-ის მეპატრონე დაკავებულია ავარიული სიტუაციის შექმნის გამო, რადგან მას გზაზე ჰქონდა მანქანა გაჩერებული, რამაც ავტოსაგზაო
შემთხვევა გამოიწვია, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დამნაშავეა ასევე "ოპელის" მძღოლი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/26...-gamarthes.html This post has been edited by LGBT on 5 Jan 2014, 16:43