#39323870 · 5 Jan 2014, 21:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თურქეთში, ქალაქ გებზეში გარდაცვლილ ოთხ ქართველს სამშობლოში, სავარაუდოდ, სამშაბათს გადმოასვენებენ.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს გენერალური კონსულის ირაკლი ასაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი სამი პირი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია, ერთი მათგანის კი მხოლოდ სახელია ცნობილი. მათ გადმოსვენებაში ქართულ მხარეს ოფიციალური ანკარაც დაეხმარება.
,, თურქეთში დაღუპულ ქართველთაგან ერთ-ერთი სენაკელი აღმოჩნდა, გუშინ ოჯახში ვიყავით და დავპირდით დახმარებას. გუბერნატორიც, მთავრობაც ჩართულია, კონსულთან კონტაქტი გვაქვს და ალბათ, დაღუპულებს სამშაბათს გადმოასვენებენ", _ განაცხადა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ოთხი ქართველი გარდაცვალება კუსტარულად დამზადებულმა ალკოჰოლურმა სასმელმა გამოიწვია.
--------------------
ხანდახან როდესაც ვფიქრობ რამდენი ადგილია სადაც შეიძლება წავიდე, ძალიან მიკვირს რატომ ვბრუნდები სახლში სადაც ვინ იცის უკვე რამდენჯერ ვარ ნამყოფი. ....და მაინც.... *** პროქსემიკა რა შუაშია?
|