#39329296 · 6 Jan 2014, 11:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა საშინელებაა! სახელმწიფომ ყველა ტვირთი უნდა გააკონტროლოს!
აი, ესაა ცოცხალი ნაღმი, მახსოვს ამ თემაზე ზაფხულშიც დაიწერა:
"ადამიანთა დახმარების ცენტრის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ “ტელეგრაფთან” არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე რომან კვიციანი ყვება: “გარდა მეჩეთის და სამლოცველოების მშენებლობისა, ეს ორგანიზაცია ბათუმში მოქმედ არასათავრობო ორგანიზაცია „მიზანსაც„ აფინანსებს, რომელიც აჭარაში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახებს პერიოდულად ჰუმანიტარული ტვირთით ამარაგებს. დახმარების სანაცვლოდ, ორგანიზაციის წევრები საქართველოში მცხოვრებ მუსულმანურ ოჯახებს უფასო განათლებას ჰპირდებიან. ახალგაზრდებს ისლამს ჯერ ბათუმში ასწავლიან, ყურანს აზეპირებინებენ და მოგვიანებით “საუკეთესო” მოწაფეებს თურქეთში სასულიერო სასწავლებელ მედრესში ავლენენ. იყო შემთხვევები, როდესაც ბათუმელი გოგონები ჰაფეზებადაც მონათლეს. მუსულმან ქართველებს თურქეთში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ექსკურსიებს უწყობენ და სწავლების პერიოდში მათ ყველანაირ პირობებს უქმნიან. მოგვიანებით, სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ეს ქართველი ახალგაზრდები თურქეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან…ეს არის აჭარაში ჩადებული ნაღმები, რაც საქართველოსთვის სერიოზული საფრთხის შემცველია”, – აცხადებს რომან კვიციანი. "
|