პურზე წასვლა რომ არავის უნდა და ქუჩის გადაღმიდან რომ ცხელი შოთების სუნი მოდის, ხომ გააგზავნიდი აივნიდან ამ ჭკვიან ჩანთას თონეში, მოგიტანდა პურს და გაგახარებდა.
ან ნაგავი რომაა ჩასატანი და გარეთ გასვლა არავის უნდა, ხომ ჩამოკიდებდი ამ ჩანთაზე ნარჩენებიან პარკს და დაუშვებდი კონტეინერის თავზე.
ჰოდა, ჩემო კარგებო, იფიქრეთ ამაზე.
მიხვდებით, ვის საყურადღებოდაც ვწერ.
ვისაც არ გეზარებათ, გამოეხმაურეთ თემას.
იქნებ სხვებს სხვა რამის დაპროექტება გინდათ.
მოიტათ იდეები.
მოდერ, არ წამიშალო თემა და არ გადაიტანო. ვისთვისაც ვწერ, ისინი რომ წაიკითხავენ, მე თვითონ დავხურავ.
მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.