მოდით რეალურად შევხედოთ დღევანდელ საქართველოს მმართველობის რეალურ ფორმებს, არის კლასიკური ოლიგარქიულ-თეოკრატიული მმართველობა, ინიცირებულია მზადება მონარქიული მმართველობისათვის, საბედნიეროდ ჯერჯერობით ეს იდეა აკელიან გზას გადის
განმარტება - ოლიგარქიული მმართველობა:
მართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს, ჩვენს შემთხვევაში ერთი ადამიანია ), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად, როდესაც ძალაუფლება და დიდი ფინანსური რესურსები თავმოყრილია ერთ ხელში, ოლიგარქები შესაძლოა ან თვითონ იყვნენ ხელისუფლების წევრები ან ჰქონდეთ გადამწყვეტი გავლენა ხელისუფლების ფორმირებასა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში.
განმარტება - თეოკრატიული მმართველობა:
თეოკრატია (ბერძნ. θεός „თეოს“ — ღმერთი და κρατεῖν „კრატეინ“ — მართვა) — სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება ემყარება ერთ ან რამდენიმე რელიგიის დოქტრინას და მმართველობა ხორციელდება რელიგიური პრინციპების მიხედვით.
რას უქადის ყოველივე ეს ჩვენ ქვეყანას, არის ეს გზა ქვეყნის განვითარებისა და თანამედროვე წარმატებული სახელმწიფოს შექმნისაკენ? ეს არის გასაოცარი დემოკრატიის მოდელი?
P.S.
ბოდიშს ვიხდი დაულაგებელი ფორმატისათვის, იმედია მაპატიებთ ჩემი პირველი თემაა აქ