გამიკვირდა, რომ მოვძებნე და თემა ვერ ვნახე
თვითონ იდეა შეთქმულებისა, 1825 წელს ჩაისახა საქართველოდან გადასახლებული და პეტერბურგში მცხოვრები ბატონიშვილების წრეში. 1827 წელს დოდაშვილის სამშობლოში დაბრუნების კვალდაკვალ შეთქმულების ცენტრმა საქართველოში გადმოინაცვლა. შეთქმულება იდეურადაც არ იყო ერთგვაროვანი. ერთი ჯგუფი - უმრავლესობა - ავითარებდა საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების თვალსაზრისს. მეორე კი - სოლომონ დოდაშვილის მეთაურობით - პარლამენტარული სახელმწიფოს შექმნის იდეას იცავდა. და მაინც 1832 წლის შეთქმულების იდეურ ხელმძღვანელად დოდაშვილი უნდა ჩაითვალოს. მასვე ეკუთვნის, ტექსტი იმ მოწოდებისა, რომლითაც აჯანყების ორგანიზატორებს უნდა მიემართათ ხალხისთვის. ეს მოწოდება ქართული ეროვნული მოძრაობის შესანიშნავი დოკუმენტია (სრული ვერსია):
„ ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისნი რჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არასოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცაა აქ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან. ხოლო აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობთა შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა?! რაისთვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილი მამა-პაპათა ჩვენთანა?! ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა?! ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესეოდენ, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშ რაისთვის ვცოცხლობთ!“
შეთქმულებისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველო ეროვნული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულ დაპატიმრებულ იქნა 145 კაცი. ეს იყო ქვეყნის ინტელექტუალური ნაღები და მისი განადგურება ეროვნული მოძრაობის უეჭველ დაღუპვას უქადდა.
შეთქმულები მთელ იმპერიაში გაფანტეს, მაგრამ მათმა აბსულუტურმა უმრავლესობამ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. საუბედუროდ, მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი. მას მიესაჯა სამუდამო გადასახლება და დაუწესდა უმკაცრესი მეთვალყურეობა. და აი, ავლაბრის ყაზარმებში 18 თვის პატიმრობის შემდეგ, ის ცოლშვილთან ერთად შორეულ ვიატკის გზას გაუყენეს. პეტერბურგში კი შეძრწუნებული და მუხლებზე დაცემული იონა ხელაშვილი მოსთქვამს და ჰგოდებს: „ვჰსტირ კაცსა მას სოლომონ დოდაშვილს... ვჰსტირ და ვგლოვობ დღეთა და ღამეთა შინა... განვილიენით, განვილიენით.“
http://ka.wikipedia.org/wiki/1832_%E1%83%A...%83%91%E1%83%90http://literatura.mcvane.ge/main/fesvebi/i...ebbbbbbbbb.htmlhttp://tbiliselebi.ge/?mas_id=4441&rubr_id=27&jurn_id=22http://www.nplg.gov.ge/print.php?type=hist...calendar&id=210ეს საჭირო საიტები, ვინც რამე იცით დაწერეთ