მე საერთოდ ძალიან ცოტა ფილმი მაქვს ნაყურები, იშვიათად რო მომეწონოს და 2 საათი დავუთმო
მომწონს ფსიქოლოგიური, მამოტივირებელი ფილმები, ცხოვრებისეული, როცა ადამიანს უწევს სირთულეების გადალახვა, როცა დიდი ნებისყოფის ძალით და სხვების აზრების ფეხზე დაკიდებით აღწევს დასახულ მიზანს
რაღაც ამდაგვარი სიუჟეტებით
ეს ფილმი მომეწონა მაგალითად
რკინის ლედი

მოკლე შინაარსი
როდესაც მარგარეტის საუკეთესო მრჩეველს აფეთქებენ საკუთარ მანქანაში, მას ახსენდება მისი სიტყვები:
___ თუ პარტიის გაძლიერება გინდა, სათავეში ჩაუდექი მას
___ თუ ქვეყნის შეცვლა გინდა სათავეში ჩაუდექი მას.
თქვენ შეგიძლიათ ეს გზა ბოლომდე გაიაროთ
ის ხდება კონსერვატორთა პარტიის ლიდერი და შემდეგ პირველი ქალი პრემიერ მინისტრი ბრიტანეთის ისტორიაში.
როდესაც ის გახდა პრემიერი და ხვდებოდა ხალხს რადგან მათთვის მადლობა გადაეხადა მისი არჩევისათვის მან წარმოთქვა: ეხლა კი მინდა თქვენთან ერთად წმ. ფრანციზ ასიზელის ლოცვა წავიკითხო:
სადაც განხეთქილებაა, ნება მომეცით ერთიანობა შემოვიტანო.
სადაც გზასაცდენილობაა, ნება მომეცით ჭეშმარიტება შემოვიტანო.
სადაც ეჭვის, ნება მომეცით რწმენა შემოვიტანო.
სდაც სასოწარკვეთილებაა, ნება მომეცი იმედი შემოვიტანო.