რელიგია იცავს ადამიანს სტრესისგან და ქმნის დამცავ ბუფერს / Religion forms buffer against work stress

რელიგიური ადამიანები ნაკლები სიხშირით სტუმრობენ საავადმყოფობს, მორწმუნე ადამიანი ნაკლებად ექვემდებარება სტრესს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტობრივი გარემოება შეიძლება დაეფუძნოს იმას, რომ მორწმუნე ადამიანის სულიერი მდგომარეობა ბუფერულ ზონას წარმოადგენს. სტოკპორტის ფსიქოლოგიური ლაბორატორიის მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ რაც უფრო რელიგიურია ადმაიანი მით უფრო ნაკლებად ავადდებიან შფოთვით, დეპრესიით და მორალური გამოფიტვით.
ექიმი როკსანა ჟერვე: რაც უფრო რელიგიურია ადამიანი მით უფრო აცნობიერებს, რომ მათ ცხოვრებას აქვს აზრი ვიდრე ისინი, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ არიან რელიგიურები. დოქტორმა ჟერვემ ჩაატარა გამოკითხვა-დაკვირვება ერთ-ერთ დიდ კოორპორაციაში, ის იკვლევდა თუ როგორ გრძნობენ თავს მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანები სამსახურში და სახლში, არიან თუ არა ისინი ბედნიერები. დაკვირვებამ აჩვენა რომ ისინი, ვინც ეკლესიურ მსახურებებს ესწრებიან მეტად თავდაჯაერებულები და თავიანთ გადაწყვეტილებაში მტკიცენი არიან.
ასევე, გამოკითხვამ დაამტკიცა, რომ რელიგიური ადამაინები თავიანთ საქმეში მეტად მომთმენები არიან. ისინი არ "წუწუნებენ" თავიანთი სამსახურის გაუსაძლისი პირობებით.
ეს გამოკითხვა და დაკვირვება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეცნიერების (კოლუმბიის უნივერსიტეტის პრაქტიკოს მეცნიერების) მიერ ოფიციალურად აღმოჩენილ იქნა, რომ მორწმუნე ადამიანის თავის ტვინის კედლები მეტად განსხვავებულია ვიდრე ურწმუნოსი.
გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ღვთისადმი რწმენა ახდენს თავის ტვინის ფორმულირებას და აქედან გამომდინარე მცირდება მორწმუნე ადამიანებში ფსიქოლოგიური დაავადებების რისკი.
წყარო