პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, ეს ფაქტები გამოააშკარავოს და დამნაშავე პირები გამოავლინოს.
ბესელიას განცხადებით, სამწუხაროდ, ელდარ ქობალია ეს ერთადერთი მსხევრპლი არ იყო და სხვა საქმებიც იქნება გამოძიებული. “ადამიანის ულებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა დასკვნა, რომელიც პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა და რომლითაც 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა შეფასდა. ამ დასკვნით დადგინდა, რომ ამ წლებში ირღვეოდა ადამიანის ყველა ფუნდამენტური და საერთაშორისო სამართლით დაცული უფლება, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლება, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის დაუშვებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და სხვა.
http://pia.ge/show_news.php?id=618&lang=geo