nodarie
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16328
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13
|
#39383519 · 10 Jan 2014, 18:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საპატრიარქო ბიუჯეტიდან მიღებული 25 მილიონი ლარის ხარჯვაზე განცხადებას ავრცელებს ორშაბათი, 01 აპრილი 2013 11:19
საქართველოს საპატრიარქო ბიუჯეტიდან მიღებული 25 მილიონი ლარის ხარჯვაზე განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფოს მხრიდან 25 მილიონი ლარით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: 1. საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების პრდაპირი ან ირიბი (ხელფასები სასულიერო პირებისათვის, ზრუნვა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე, გრანტები, ფინანსური შეღავათები და სხვ.) დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების და, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.
ამასთან, ამ მიზნით იქ გაცილებით დიდი ფინანსები გაიცემა და ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში არც აგრესიულ ათეიზმს და არც კომუნისტურ ეპოქას ადგილი არ ჰქონია.
2. 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით (XI მუხლი), სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. ჩვენის მხრიდანაც არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არ წარმოადგენს დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, – მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მომავალში სწორედ ამ ფორმულირებას მიანიჭებს მას.
3. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ არის მიზნობრივი და მის განკარგვაში ეკლესია თავისუფალია, ჩვენ, გავითვალისწინეთ რა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ მოვიხმარეთ იგი საკუთარი საჭიროებისათვის (თუმცა სოფლად, განსაკუთრებით მთის რეგიონში, მოღვაწე სასულიერო პირების შემოსავალი მეტად მწირია, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლების ხელფასებიც მიზერული, – 180 ლარიდან 220 ლარამდე) და ვამჯობინეთ გადასახადის გადამხდელთა თანხები, ჩვენის აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ორი მიმართულებით, - სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობით, – ისევ ხალხისთვის დაგვებრუნებინა.
4. რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირთ ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. შევნიშნავთ იმასაც, რომ ფული ხელზე არავის მიეცემა, არამედ ერიცხებათ კონკრეტული დანიშნულებით, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება.
5. სულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ 90-მდე სასწავლო დაწესებულებაში 17 918 მოსწავლეა, რომელთაგან 856 მუდმივად ცხოვრობს პანსიონში, 525 ბავშვთა სახლებშია, 130 მოხუცებულთა თავშესაფარში, ამათ ყველას 2119 თანამშრომელი ემსახურება, რომელთგან 1364 პედაგოგია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელფასების გარდა, ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს სათანადო შენობების აგება, მათი კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა, კომუნალური ხარჯების დაფარვა და სათანადო კვება, ბუნებრივია, რომ გამოყოფილი თანხა ამას არ ეყოფა და არც ყოფნის. ამიტომაც რიგი სასწავლებლები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება და ისინი იძულებულნი არიან, შემოსავლის სხვა წყაროები მოიძიონ.
6. წარმოგიდგენთ 25 000 000 ლარის განაწილების ცხრილს: 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საპატრიარქოს ორგანიზაციების სია : გელათის სასულიერო აკადემია, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ქუთაისის სასულიერო სემინარია, ახალციხის სასულიერო სემინარია, მ.შ. სასულიერო სემინარია საფარაში, სამრევლო სკოლები: ასპინძაში, ვალეში, სოფ. უდეში, სოფ. არალი, სოფ. ივლიტი, სოფ. ბენარი, სოფ. მოხი. გელათის მეცნიერებათა აკადემია, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, მ.შ. სასულიერო აკადემია-სემინარია, საღვთისმეტყველო ინსტიტუტი , საქართველოს საპატრიარქოს წმ.ილია მართლის სახ. თბილისის სკოლა, ა(ა)იპ – მესტიის ქრისტიანული განათლების ცენტრი, მ.შ. ქრისტიანული კულტურის ცენტრი, გიმნაზია, საქ. ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) კავშირი (ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი) (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონი (თბილისში), ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ამბროსი ხელაიას სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მარტვილში) (სკოლა-პანსიონი) , ა(ა)იპ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია, ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოანე ბოლნელის სახ. სკოლა (ბოლნისში), ა(ა)იპ წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახ. მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშ. სკოლა (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი, ა(ა)იპ ”წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონი” (საჩხერის რ-ნ), ა(ა)იპ ”წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა”, ა(ა)იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლა (ოზურგეთში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლოსმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმ.გიორგის სახ. გიმნაზია, ა(ა)იპ სტეფანწმიდის წმინდა ილია მართლის სახ. გიმნაზია-პანსიონი, ა(ა)იპ ყვარლის წმ. აბიბოს ნეკრესელის სახ. სასულიერო სემინარია (ყვარელში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (სამედიცინო) (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახ. მართლმადიდებლური სკოლა (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე, ა(ა)იპ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახ. სკოლა (ნიქოზში), ა(ა)იპ ცაგერისა და ლენტეხის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, გიმნაზიები: ცაგერში, ლენტეხში, სემინარია, საღვთისმეტყველო ინსტიტუტი , ა(ა)იპ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა, ა(ა)იპ სულიერებისა და კულტურის ცენტრი (გორში), მ.შ. გიმნაზია გორში, საბავშვო ბაგა-ბაღი, კულტურისა და სულიერების ცენტრი, კასპის სამრევლო სკოლა, სობისის სამრევლო სკოლა, უპოვართა სასადილო კარალეთში, უმწეოთა თავშესაფარი, ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი (დედოფლისწყაროში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა (ოზურგეთი), ა(ა)იპ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია (სენაკში), ა(ა)იპ რუსთავისა და მარნეულის ეპარქიასთან არსებული სახელობო სკოლა, ა(ა)იპ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახ. გიმნაზია, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი (ხაშურში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიაროსთან არსებული წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი (წავკისში) , ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მოციქულთა სწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია, ა(ა)იპ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის განვითარების ფონდი, სამრევლო სკოლა თიანეთში , სამრევლო სკოლა შატილში, ა(ა)იპ ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, სრულიად საქართველოს საპატრიარქო, მ.შ. დასავლეთ ევროპის ეპარქიის განათლების ცენტრი (11 სამრევლო სკოლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში), საპატრიარქოს განათლების ცენტრი, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (მგალობელთა და ლოტბართა) (თბილისში), მ.შ. სასწავლო უნივერსიტეტი, საპატრიარქოს სამრევლო სკოლა, სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი , ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმიდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია" (ზუგდიდის რ-ნ), ა(ა)იპ "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი", საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი, მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი ზესტაფონში, საბავშვო ბაგა-ბაღი ზესტაფონში , გიმნაზია ხარაგაული, ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი, მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი (ბავშვთა სახლი), გიმნაზიები: ბათუმში, ჩაქვში, ქობულეთში, სემინარია ბათუმში. საბავშვო ბაღები: ბათუმში, ქობულეთში , ჩაქვში, მართლმადიდებლური ცენტრი ქობულეთში, საზაფხულო ბანაკი ქობულეთში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი (ჯავახეთში), საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის გადასაცემი გრანტი (მოხუცთა თავშესაფარი), საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ხულოში), მ.შ. გიმნაზიები: ხულოში , ხიჭაურში, საბავშვო ბაღი ხულოში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი, მ.შ. ძეგვის ბავშვთა სახლი, ბედიანის ბავშვთა სახლი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (თბილისში), საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (ზემო აჭარაში), ა(ა)იპ – სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ბათუმში), საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები, ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისთვის გადასაცემი გრანტი, მ.შ. სახელობო სასწავლებელი, საღვთისმეტყველო სასწავლებელი, ა(ა)იპ ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მ.შ. სემინარია, გიმნაზია, ახალგაზრდული ცენტრი.
ზემოთ აღნიშნული აქტიურობების გარდა და მწირი შემოსავლის მიუხედავად, ჩვენ არაერთ სხვა საქველმოქმედო საქმიანობასაც ვეწევით, მაგრამ სახარებისეული პრინციპიდან გამომდინარე, – ,,მარჯვენამ არა იცოდეს, რასა იქმს მარცხენა," ხმაურს არასოდეს ვტეხდით; თუმცა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა." და ბოლოს, კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო, კარგია რომ საზოგადოებამ გაითავისა, მაგრამ შხამიანი ისრების დამიზნება, რატომღაც ძირითადად საპატრიარქოსთვის უნდოდათ. საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური. საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის „დაკლებული" 25 მილიონი ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია; ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შემოტევის ნაწილია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ყოველთვის, ახლაც „მოწოდების სიმაღლეზე" აღმოჩნდა“.
--------------------
continuum.ge
|