ექსმინისტრი უცხოპლანეტელებთან კონტაქტზე საუბრობს - უცხოპლანეტელები ამ წუთებში ვეგასს სტუმრობენ (ვიდეო)
14:05 2014-01-08
"უცხოპლანეტელების ორი ოჯახი კი ამ ეტაპზე ვეგასს სტუმრობს, ისინი მონაზვნების ფორმაში არიან გადაცმულნი და მათი დაფიქსირება შეუძებელია“, - აცხადებს ჰელიერი.არ არის გასაოცარი იმის მოსმენა, რომ ათასწლეულების მანძილზე, დედამიწას მინიმუმ ოთხი სახეობის უცხოპლანეტელები სტუმრობდნენ. მაგრამ ამის მოსმენა განსაკუთრებით გამაოგნებელი იმ ადამიანისგან შეიძლება იყოს, რომელიც ერთ დროს კანადის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე აგებდა პასუხს. კანადის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პაულ ჰელიერმა Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უცხოპლანეტელები მაღალტექნოლოგიური იარაღით დაგვეხმარებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უფრო მეტად მშვიდობისმოყვარენი ვიქნებოდით. ყოფილი მინისტრის თქმით, მათ აშფოთებთ დედამიწაზე არსებული ბირთვული და ქიმიური იარაღის მარაგი:
„ისინი შეშინებულები არიან იმით, რომ ჩვენ შესაძლოა იმდენად სულელები აღმოვჩნდეთ, რომ ჩვენივე იარაღი კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ საკუთარი თავისა და მათ წინააღმდეგ. ჩვენ რომ უფრო მეტად მშვიდობისმოყვარენი ვიყოთ, ისინი მოგვამარაგებდნენ თავიანთი ტექნოლოგიით“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, უცხოპლანეტელების უმრავლესობას ადამიანების დახმარება სურს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ჩვენთვის ზიანის მოტანა შეუძლიათ. „უცხოპლანეტელების რამდენიმე სახეობა ადამიანებს გვანან, უცხოპლანეტელების ორი ოჯახი კი ამ ეტაპზე ვეგასს სტუმრობს, ისინი მონაზვნების ფორმაში არიან გადაცმულნი და მათი დაფიქსირება შეუძებელია“, - აცხადებს ჰელიერი.
მინისტრის მტკიცებით, უცხოპლანეტელებს ჩვენთან დაკავშრებით კარგი იდეები აქვთ: „ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ძალიან ბევრ თანხას ვხარჯავთ ერთმანეთთან ბრძოლაში და არ ვუვლით საკმარისად ჩვენს პლანეტას, ჩვენს ღარიბ და ავადმყოფ მოსახლეობას:
„ჩვენ ვაბინძურებთ წყალსა და ჰაერს და „ვთამაშობთ“ ამ ეგზოტიკური იარაღით, უცხოპლანეტელებს კი ეს არ მოსწონთ. მათ სურთ გვასწავლონ უკეთესი გზები, იმ შემთხვევაში თუ ამის სურვილი ჩვენ გვექნება“, - ამბობს ჰელიერი.