ადვოკატთა ასოციაცია" პროკურატურისგან ადვოკატ რომეო საჯაიას ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვსადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პროკურატურისგან ადვოკატ რომეო საჯაიაზე განხორცილებული ძალადობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს 11:00 საათზე ადვოკატთა ასოციაციის შენობაში ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
ადვოკატთა ასოციაცია აპროტესტებს ადვოკატ რომეო საჯაიაზე განხორცილებული ძალადობის ფაქტს.
ხატიაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს პროკურორ ლევან ბაჩიაშვილის მიერ ადვოკატ რომეო საჯაიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო.
"ადვოკატი რომეო საჯაია 2014 წლის 8 იანვარს დაბარებული იქნა ქ.თბილისის პროკურატურაში საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის. კერძოდ, პროკურორმა დაიბარა საქმის მასალების გადაცემის მიზნით. რომეო საჯაია გამოცხადდა ქ.თბილისის პროკურატურაში 15:00 საათზე საქმის მასალების მისაღებად. ამ დროს, პროკურატურის შენობის პირველ სართულზე მარცხენა მხარეს, დაცვის
ოთახში შემოვიდა პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი, რომელმაც ადვოკატ რომეო საჯაიას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, შეაფურთხა ადვოკატს და ხელი დაარტყა სახის არეში. რის შემდეგ, ადვოკატი რომეო საჯაია იძულებული გახდა თავი დაეცვა თავდამსხმელისაგან. ადვოკატ რომეო საჯაიას აღენიშნება დაზიანებები.
მივმართავ საქართველოს სამარცხვინო პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს რომეო საჯაიას მიმართ განხორცილებული ძალადობის ფაქტის ეფექტური გამოძიება. ამოიღოს ქ.თბილისის პროკურატურის პირველ სართულზე განლაგებული რამოდენიმე ვიდეოთვალით გადაღებული მასალები და პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი სასწრაფოდ დასვას საბრალდებო სკამზე", - აღნიშნულია განცხადებაში.ხატიაშვილი ითხოვს, მოხდეს თბილისის პროკურატურის პირველ სართულზე განლაგებული რამდენიმე ვიდეოთვალით გადაღებული მასალის ამოღება და პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი სასწრაფოდ დასვან საბრალდებო სკამზე.
ხატიაშვილს მოჰყავს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული მუხლები.
"გაეროს ძირითად პრინციპებში, ადვოკატის როლის შესახებ აღნიშნულია, რომ:
16. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა :
ა). შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე;
ც). თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით.
17. როდესაც ადვოკატთა უსაფრთხოებას, მათ მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო საფრთხე ემუქრება, ისინი სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული ხელისუფლების მიერ.
18. ადვოკატები თავიანთი ფუნქციის შესრულების გამო არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან", - აღნიშნავს ხატიაშვილი.
http://news.ge/ge/news/story/75665-advokat...dziebas-itkhovsპს
მორიგი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც "ვერ გვანახებენ".
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რაც მთავარია, პგორესია.