BBC-ი აქვეყნებს სტატიას სახელად „ქართველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „ყუთში ჩაკეტილები არიან“. ჟურნალისტი რაიან დიმიტრიე წერს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც ინტერნატები დახურა და მინდობით აღზრდაზე გადავიდა. ამის მიუხადავად, საქართველოს შშმ პირები კვლავ მარგინალიზებულები არიან და მათ საზოგადოებისგან გრძელვადიანი იზოლაცია ელით.
ჟურნალისტის თქმით, საქართველომ Unicef-ის დახმარებით დაიწყო სერიოზული რეფორმა, რომელიც ინტერნატების დახურვას, ბავშვებისთვის კი ახალი ოჯახების მოძიებას ითვალისწინებდა. შედეგად ათასობით ბავშვმა ახალი სახლი და ოჯახი შეიძინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია EveryChild-ის ქართული ფილიალის წარმომადგენელის ანდრო დადიანის თქმით, მთავრობა მოწადინებული იყო, რომ საბჭოთა „საწყობის სტილის“ ინსტიტუტები მოეშორებინა. ოფიციალური მონაცემებით 49 ინტერნატიდან მხოლოდ 3 ფუნქციონირებს.
ჟურნალისტი რაიან დიმიტრიე ყურადღებას კოჯრის ინტერნატში მცხოვრებ 17 წლის ვანოზე ამახვილებს. ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ იგი ცერებრული დამბლითაა დაავადებული. იგი საწოლიდან მხოლოდ დასაბანად დგება. მომვლელების თქმით, მისი სამყარო საწოლია.
სტატიის ავტორი ასევე ხაზს უსვამს ორგანიზაცია DRI-ს მოხსენების „მიტოვებულების“ კრიტიკას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას შშმ ბავშვების რეფორმიდან გათიშვაში სდებს ბრალს. ორგანიზაცია ასევე არ იწონებს საქართველოს მთავრობის მიერ უყურადღებოდ დატოვებულ ინტერნატებს, რომლებიც საქართველოს ეკელესიის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მათი აზრით, ინტერნატს სახელმწიფო კონტროლი სჭირდება.
ანდრო დადიანის თქმით, საქართველოში ეკლესია ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს, ხოლო ვინც მის წინააღმდეგ წავა ძალიან ბევრი ამომრჩევლის ხმას დაკარგავს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ შშმ ბავშვები ნორმალურ პირობები აქვთ და განათლებასაც იღებენ.
„აუცილებელი არ არის, რომ ისინი რაიმეს აშავებდნენ ამ დაწესებულებებში, მაგრამ უპირველესი საფიქრალი ის არის, რომ ეს არის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტიპის დაწესებულება, რომელშიც 200 ბავშვი იმყოფება და რომლისგანაც თავის დაღწევას ვცდილობთ“, - ციტირებს ავტორი ანდრო დადიანის სიტყვებს.
დიმიტრიეს თქმით, საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება ორგანიზაციის მოსაზრებას, თითქოს შშმ ბავშვები რეფორმას გამოეთიშნენ. მათი თქმით, როდესაც რეფორმა დაიწყო მასში ძალიან ბევრი ბავშვი შედიოდა და ამიტომ ჯანმრთელი ბავშვებით დაიწყეს, ხოლო შშმ ბავშვები რეფორმის მეორე ფაზაში მოექცევიან.
ავტორი ასევე ციტირებს DRI-ის ანგარიშის ავტორის, ერიკ მეთიუსის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ყუთებში ჰყავთ გამოკეტილი და იქ აცხოვრებენ 18 წლამდე.
„როდესაც მათ 18 წელი შეუსრულდებათ, ისინი სხვა ყუთში, მოზრდილთათვის განკუთვნილ ყუთში გადავლენ“, - ციტირებს ავტორი ერიკ მეთიუსის კომენტარს.
ორიგინალი:
http://www.bbc.co.uk/news/world-europe-25575094